შიგთავსზე გადასვლა

უსათაურო

იანვარი 13, 2017

Aphex Twin – Blue Calx

გულს რომ აგირევს, გამოგცლის, ყველა ორგანოს ნაკუწებად ამოგაყრევინებს, საკუთარ თავს შეგახსენებს, თან – ვერ შეგახსენებს, დილის მზიანი ქარის მტვერში გაგფანტავს, ათი ნაბიჯით უკუსვლით გაგაცურებს. არავინ ღელავს, არავინ დაგიფარავს, მზეც კი აღარ ანათებს ჩემთვის. მთები ფიქრებს გადმობერტყავს და ზედ დამაყრის აუხდენელ ოცნებებს, შემდეგ გაიმართება წელში და წლებით დადუმდება. შესასმენ ლოცვებს აიკინძავს ღმერთი და გაურკვეველი ვადით დრო გაჩერდება, დრო – ტრანსფორმირებული ღმერთი. წვიმის ნაგლეჯები სულელებს სახეს დაულპობს, უჭერო ადამიანებს სულს გამოაცლის. ელექტროსადგურების ბუნებრივი მელოდია, მატარებლის ყრუ-მშვიდი გუგუნი, მოქმედებათა შიში და ეგზოტიკური სიყალბე.

ტრანსფორმირებული დროით დამშვიდობება.

No comments yet

დატოვე კომენტარი