შიგთავსზე გადასვლა

აგონია

თებერვალი 23, 2014

ზაფხულის ნათელ დღეს ვწევარ ჩემს კატასთან ერთად, მზეს ვეფიცხები და სარკმლიდან შემოჭრილ დამაბრმავებელ სხივებს თითებით ვეთამაშები. მისაღებ ოთახში ჩემი მშობლები ფანტასტიკური ჟანრის წიგნს კითხულობენ.
მრავალსართულიან სახლებს დიდი მინუსი აქვთ – სამეზობლო საერთო კედლის გამო ნებისმიერი ხმამაღალი ბგერა ადვილად ვრცელდება _ ასე მესმის ჩემი მეზობლის ხმამაღალი გინება.

ქუჩიდან საზეიმო აღტაცებული ხმა.

მე კი ისევ ჩემს პოზაში ვუსმენ სიჩუმესთან ჰარმონიულ მუსიკას და საშუალება მაქვს განვახორციელო ყველაფერი ის, რაც კი წარმოგიდგენიათ _ მე ქალაქების მშენებელი ვარ.

მეგობრები მეუბნებიან, რომ ჩემი წვრილი თვალების გამო ჩინელს ვგავარ. მე კი ეს არ მომწონს, ხან მომწონს, გააჩნია როგორ ხასიათზე ვარ, მაგრამ მე მაინც გირჩევთ, რომ სარკეს არ დაუჯეროთ.
სარკესთან ახლო ურთიერთობა არსით იგივეა, რაც საკუთარ თავთან სქესობრივი აქტით დაკავება. :))

როცა მონატრება ქრება, არ გაქვს სურვილი არავისთან გვერდით ყოფნის, მაგრამ ველური მოგონებებით საზრდოობ  _ მე მოვკალი ჩემი მეუღლე და მის საგანგებოდ გაწყობილ ფოტო-ალბომს ყოველ ღამე გულში ვიკრავ.

ჩემს სახლთან ახლოს, გრძელი გზატკეცილი და მის თავში მდგარ ტრაფარეტზე დაპულივიზატორებული ფრაზაა – “never STOP loving” შინ დაბრუნებისას ყოველთვის მეპარება მისკენ თვალი და მახსენდება, რომ სიყვარულის და ენერგიის ბოლო წვეთის რესურსი მხოლოდ მოგონილ ქალაქებში უნდა ვეძებო.

…და როცა დღე სრულდება ვამბობ, რომ ქალაქების დამანგრეველი ვარ, ვაგდებ ხელიდან ფოტო-ალბომს და მეწყება გაუთავებელი აგონია.

One Comment leave one →
  1. llll permalink
    მაისი 4, 2014 1:43 AM

    ძალიან კარგი ბიჭი ხარ შენ 🙂

    ვიცი, ბევრ რაღაცას ცდი, მაგრამ წერე ხოლმე. ეს არ მიატოვო 🙂 როგორ მიყვარს შენნაირი ბავშვები. ყველაფერი დალაგდება, ბევრ ფერებთან ერთად, სიმშვიდეც ეძებე, ნიკა 🙂

Leave a reply to llll კომენტარის გაუქმება