Skip to content

პორტრეტები

სექტემბერი 10, 2012

ნერვიული სუნთქვა, თითების ცეკვა, ცხელი შხაპი, ლოდებივით გახურებული ძვლები, გათიშული აირი, ჩამხუთავი ოფლი, მძიმე კედლები.
არავინ იცის საიდან მოდის, ან საით მიდის, თუმცა იცი რომ ყველაფერი მხოლოდ შენსკენ ბრუნდება. იცი რა? განიცდი კოსმოსის წყალობას.
===
დანარჩენი ყველაფერი:

სტეიკი და საწებელა – “ბოღმა” 5 ლარი და 90 თეთრი. ამორტყმული უმწეო ჩეკი. კასტინგი – სამციფრა და სოლიდური.
არყის ჩაცლილი ყლუპებივით უმწეო ღამეებს შევეფერები, ხან მარტო და ზოგჯერაც სიგარეტის მეგობრებთან ერთად შევეფარები. ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ და ერთმანეთის შესახებ ბევრი ვიცით, ლაკონურად ვიგებთ და შემდეგ დიდ ხანს ვედევნებით ერთმანეთს. არავინ იცის ჩვენი სულიერი სიახლოვის შესახებ, ჩვენ ღამის მწეველი საზოგადოება ვართ. მალბოროს ნაჩუქარი ბლოკივით გვიყვარს ერთმანეთი და ბოლო ღერი გუნდურად გაგვაქვს.
გოოოლ! ღრიალი მეზობელი ფანჯრიდან, მეტალო პლასტმასის ფანჯრიდან. მოსაღამოვებულს ფანჯრის შიგნით, ოთახში ნათლად ილანდება ყველაფერი, უმეტესად დიასახლისი მოჩანს, უთოს ველურივით ეჯაჯგურება და უხალისოდ აგდებს ხანგრძილივი დროის შემდეგ, როგორც უსახლკარო ქალი. რა გრძნობაა, როცა მეთერთმეტე სართულზე ცხოვრობ და მყარად ხარ, მინდა ვიგრძნო, როგორ ვკიდივარ ჰაერში, როგორ ვკიდივარ ჰაერს.
პიანინოს ორგანოებში რა ხდებოდა მუდამ მაინტერესებდა.
ქართულის პედაგოგს ქმარი გარდაეცვალა და გარდაცვლილის ნახატები კუბოს განაპირა კედლებზე ქარივით ახვევია.
დეიდაჩემი მანქანიანი ქალია და ტანზე დამწვრობით იტანჯება, მეუღლე ვერ ეკარება.
გულებიანი შეტყობინება ფეისბუქზე და საერთოდაც პეპლები ყლეზე, და არა – მუცელში.

Advertisements
7 Comments leave one →
  1. სექტემბერი 11, 2012 6:10 AM

    მწონს შენი წერის სტილი,ძალიან მომწონს…სულ განსხვავებულ განწყობაზე მაყენებს.

  2. სექტემბერი 11, 2012 9:17 AM

    ბევრი წერე..იმიტომ რომ ყოველდღე მქონდეს სიცოცხლის ხალისი..

  3. სექტემბერი 17, 2012 10:51 AM

    სიგარეტის მეგობარო ❤

  4. ივნისი 6, 2013 5:47 PM

    ici ubralod maoceb ♥ ragacnairad wer sasiamovnod 🙂

  5. mako permalink
    ივნისი 11, 2013 1:30 PM

    Gansxvaveulo

Trackbacks

  1. მატერიალისტის დღიურიდან | რეალითი ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: