Skip to content

ხელმოცარულ ადამიანებზე და რაჭა

აგვისტო 20, 2012

პირველ კლასელთა კლუბის პასიური წევრი, დღიურის შევსებას ასე დაიწყებდა: დღეს 16 აგვისტოა და რაჭაში მსუბუქმა წვიმამ გაგვაგრილა. ირგვლივ ყველაფერი მწვანე და მნიშვნელოვანია, ხასხასა ბალახს სიო ეკიდება.
მე კი გადამოწმებამდე ვერც თარიღი გავიხსენე და მაინცდამაინც წვიმა ნაკლებად მაღელვებდა.

რაჭაში გამგზავრებამდე, იქაური ყველაფერი იდეალური წარმომედგინა – აზიდულ მთებში აქნილი ზღაპრული ბუნება, ეზოში ჰამაკი და ამ ყველაფრით განცდილი ნამდვილი რომანტიკა.

რომანტიკა ხელმოცარულთა ფანტაზიის ნაყოფია. იგი გაწერილია, დაგეგმილია, მოქცეულია კალაპოტში და ზოგადად რომ ითქვას ჩვენ, ადამიანებს ძალიან გვიყვარს მომავლის მშვენიერების წარმოდგენით აწმყოს შემსუბუქება. მოკლედ, დროის ფუჭად კარგვა, რაც არცერთ შემთხვევაში არ მუშაობს.

დედაქალაქის ადუღებული ასფალტის ლივლივის ცქერის ნაცვლად, რიონში ტერფების გაგრილებით გავატარე ერთი კვირა, ანუ 7 დღე, 168 საათი და 2016 წამი, რისთვისაც მადლობა ღმერთს და ჩემს ბიძაშვილს (ზუსტად არ ვიცი რად მეკუთვნის, მის ძმასაც ასე ვეძახი)

ამონარიდი 16 აგვისტოს ჩანაწერიდან:

შუა ღამეა. რაჭაში ღამის მნათობთა ნახვის სურვილით ვკაწკაწებდი, შედეგად კი ეზოს დასველებულ მორზე ვზივარ და ღამის პეპლები სხეულის სათითაოდ ყველა წერტილზე მეხვევიან, ისინი ყველგან აღწევენ – ფარდებით შეიარაღებულ ოთახში, კერძების თავზე,  კარადებში, ბალიშებზე, ყველგან!

ვარსკვლავებით მოჭედილი ცა.

კლდისუბნის ხედი : )

მიტოვებული ვაშლები : (

რაჭასაც ესაჭიროება მეეზოვეთა არმია : )

ამბროლაური. თბილისის გზაზე გადავიღე.

Advertisements
One Comment leave one →
  1. აგვისტო 22, 2012 8:49 AM

    მინდოდა მეკითხა მეორე ფოტო რა ადგილას არის გადაღებულითქო.. : )))) რაჭა… რაჭა ჩვენი სიყვარულია…. ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: