Skip to content

რა მოხდა 100 გრადუსით მწვავე საპროტესტო-აქციაზე

აპრილი 25, 2012

17:00-ზე ფილარმონიასთან ვიყავით, 30 ადამიანამდე. 

პირდაპირ დავწერ, აქცია მხოლოდ საპროტესტო ფორმის იყო – ჩვენ ვაპროტესტებით სამაუწყებლო ტელევიზია იმედში გასულ გადაცემა “100 გრადუსი ცელსიუსის” 20 აპრილის გამოშვებას.

ეთერში მოხდა კანონდარღვევა – ზემოთსხენებულ გადაცემაში გაშუქებულ იქნა გარკვეული სუბკულტურის მიმდევარი ახალგაზრდების ფოტოები,  საავტორო უფლებების დარღვევით, ასევე ეს ახალგაზრდები იქნენ სატანისტების კონტექსტში მოხსენიებულნი, რაც სრულ სიცრუეს შეესაბამება. აგრეთვე ნაჩვენები იქნა ყალბი, დამუშავებული მასალა:

18:30-ზე იმედის შენობასთან გადავინაცვლეთ, ჩვენს შორის იყვნენ უშუალოდ დაზარალებულნი და მათი მშობლები.

იქიდან გამომდინარე, რომ საპროტესტო აქციის შესახებ ინფორმაცია მედიის საშუალებით ელვის სისწრაფით გავრცელდა, როგორც ჩანს, ამან გადაცემის წამყვანის ყურამდეც მიაღწია და მან გადაწყვიტა პასუხი გაეცა ჩვენთვის. მე, როგორც საპროტესტო-აქციის ორგანიზატორს, ასევე ცხოველთა დაცვის წარმომადგენელს, ერთ-ერთ დაზარალებულს და მის მშობელს მოგვეცა საშუალება გავსაუბრებოდით “100 გრადუსი ცელსიუსის” წამყვან – ნოდარ მელაძეს. ბატონმა ნოდარმა გადაცემა კანონმდებლობით დაიცვა და ასეთი კომენტარი გააკეთა:

“როდესაც X პერსონა გვაწვდის ინფორმაციას Y პერსონის შესახებ, ჩვენ გვაქვს უფლება გავაშუქოთ ეს ტელეეთერით”

მე კი ვუპასუხე, ეთერში სანამ რაიმე წყაროს დაყრდნობით გაშუქდება მასალა, გადაცემას ვალდებულება ეკისრება, რომ გადაამოწმოს ის კონკრეტული მასალები, რომლებიც ხელთ აქვს, რადგან დეზინფორმაცია არ გაიპაროს ეთერში. წამყვანი ასევე მიმტკიცებდა იმას, რომ მასალების არასიზუსტე დამოკიდებულია მათ მომწოდებელთან, რადგან მედია გამტარია. 

გადაცემის წამყვანს, ფარული შემოთავაზება ჰქონდა. იგი მთავაზობდა მისი მხრიდან სიუჟეტის გაკეთებას, რომელშიც დაზარალებულები იტყოდნენ, რომ საზოგადოებამ მიიღო გასული გადაცემა არასწორად. იქიდან გამომდინარე, რომ გადაცემამ საზოგადოებას დეზინფორმაცია მიაწოდა, მე ვფიქრობ, რომ მათაც სარკის მსგავსად აირეკლეს ეს, ამაში არაფერია უცნაური.

ჩემი და წამყვანის დიალოგი შორს ვერ წავიდა, რადგან იურიდიულად არც ერთი არ ვიყავით იმდენად კომპეტენტური, რომ საკუთარი არგუმენტები სიზუსტით ერთმანეთისთვის დაგვემტკიცებინა.

შეხვედრის დასასრულს ნოდარს ვუთხარი , რომ შესაბამის ორგანოებს მიმართავენ დაზარალებულები და მათთან მოუწევს პასუხის-გება. მე მეტი აღარაფერი დამრჩენია, იმის გარდა, რომ დაველოდო მოვლენების განვითარებას. იმედს ვიტოვებ, რომ დაზარალებულები სარჩელს შეიტანენ გადაცემის წინააღმდეგ. ასევე იმის იმედსაც ვიტოვებ, რომ მომხდარ ფაქტებს არანაირი პოლიტიკური სარჩული არ დაედება.

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის რადიო თავისუფლებას, კერძოდ კი გოგი გვახარის, რომელმაც მომცა იმის საშუალება, რომ დამეფიქსირებინა მომხდართან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება. განსაკუთრებული მადლობა netgazet-ს, რომელმაც ოპერატიულად მოახერხა ინფორმაციის გამოტანა.

Advertisements
8 Comments leave one →
  1. აპრილი 25, 2012 3:43 PM

    გამარჯობა ნიკა, მგონი გიცნობ, თუ მეშლება არა უშავს.
    ნოდარს რას ელაპარაკებით საერთოდ, ეგ რო ყლეა დიდი ხანია ცნობილია. ჯერ საერთოდ ქართული ტელევიზიები და ქართველი ჟურნალისტები ვერ ქაჩავენ და მელაძე საერთოდ ყველაზე უნიჭოა.
    არ მახსოვს სად, მაგრამ სადღაც წავიკითხე ერთ-ერთი მშობელი ამბობდა ჩემს შვილს დაწვით დაემუქრნენ ამ გადაცემის შემდეგო და აპირებდა 100 გრადუსისთვის ეჩივლა, ჩემი აზრით პირველ რიგში იმათ უნდა უჩივლოს, ვინც მის შვილს დაემუქრა, რომ ცოტათი მაინც შეიზღუდოს ამ ”მართ(ლ)მადიდებლების” თავგასულობა, რომ გონიათ რელიგიის სახელით ყველაფრის უფლება აქვთ ამ ქვეყანაში.
    აბა შენ იცი, წარმატებები შენს ბლოგს.

  2. dafuq permalink
    აპრილი 26, 2012 7:36 PM

    ცუდად არ გამიგო, ყველა ადამიანს ვენაცვალე, შენი ჩათვლით.. მარა.. ყვერები სახლში დაგრჩა?

    • აპრილი 26, 2012 7:43 PM

      შენი აზრით?
      :დ

      • dafuq permalink
        აპრილი 26, 2012 7:49 PM

        უი, დიდი ბოდიში, ახლა ვნახე ებაუთში 14 წლის ყოფილხარ 😀

      • აპრილი 26, 2012 8:53 PM

        14 წლის, რომ იყავი ყვერებს სახლში ტოვებდი? :დ

  3. hrehed permalink
    აპრილი 28, 2012 2:07 PM

    ოღონდ ეს მედიისგან კიარ გაიგო ნოდარიკომ, არამედ იქედან, რომ ხალხი რომ შეიკრიბა შენობასთან დაინახა დაცვამ, მერე გამოვიდა ჟურნალისტი ოპერატორით და იმიტომ ჩაწერა ინტერვიუები რომ გაეგოთ რა გვინდოდა და არა იმიტომ რომ მართლაც ქრონიკაში გაეშვათ :))

    • აპრილი 29, 2012 6:26 AM

      შენ მართლა ფიქრობ, რომ მედიამ ამ შემთხვევაში დიდი როლი არ ითამაშა? : )

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: