Skip to content

რატომ არის იესო ჰიპსტერი

აპრილი 15, 2012

გათენდა, მაგრამ, ყველა კვირა დილისგან განსხვავებით დედა ოთახებში უცნაურად დაფუსფუსებს. აღდგომაა და ალბათ სტუმრებს ველოდებით – გავიფიქრე ახლად გაღვიძებულმა და ვცადე თვალების ფართოდ გახელა. მამის ზარმა გვარიანად გამომაფხიზლა:

-ქრისტე აღ(ს)დგა!

-სხვაგან მოხვდი, ვპასუხობ და მეღიმება.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს ჩემთვის არანაირი დატვირთვა არ აქვს, არსებითად ძალიან სასიამოვნოა – დედას რამოდენიმე მეგობართან ერთად გემრიელ-გემრიელ კერძებს მივირთმევ, თან ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ წარსულზე გაცილებით მეტს, ვიდრე ქრისტეზე, ხოლო ამ ორივეზე ხშირად – ჭამაზე. 

თუ სტუმრად საბჭოთა კავშირში აღზრდილი მამაკაცი გვყავს, მისი დიალოგები ზედმეტად მონოტონურია, ისეთი, რომ მის მოსმენას, მიშას დაუსრულებლად ხანგრძლივ, კონსერვატიულად შეფუთულ ტვინის ბურღვასაც კი ვამჯობინებ.

საბჭოთა კავშირელი მამაკაცი მუდმივად აქილიკებს დღევანდელ დღეს, უკმაყოფილოა მთავრობით და იმ მეეზოვითაც კი, რომელიც ყოველ დილით პატიოსნად ასრულებს თავის საქმეს – ჩივის, თუ როგორ ალაგებს ჩემს ქალაქს არაქართველი მეეზოვეო. ის ისტორიებიც ძალიან საინტერესოა, სადაც ნახსენები ბარონ მიუნჰაუზენივით უმკლავდება ხუთ მხარბეჭიან ზორბა მამაკაცს და ამავდროულად ღვინის სასმისით ხელში, ღიმილმორეული ღირსეულად აცხადებს, რომ კაცმა მის მსგავსად უნდა შეიგინოს და იჩხუბოს, თან ისეთი დამაჯერებელი ტონით საუბრობს, თითქოს აქსიომაზე მიუთითებს. საინტერესო ფენომენია – ქრისტე და ღვინოში ჩახრჩობა, ხატზე თავის კვრა და დედის გინება.

მე შევეჩვიე – საბჭოთა კავშირელ “თაგვებს”, თავი ლომებად რომ მოაქვთ. ნამდვილი ლომები მიწაში ცივდებიან.

რაც შეეხებათ დედას დაქალებს, მათი დიალოგი იმდენად ესთეტიურია, რომ მეტი უბრალოდ მათ ძალებს აღემატება:

-შენ გასუქდი?!

-არა, რას ლაპარაკობ, ცუდად ვარ უკვე, მარხვაზე ვიყავი და გავხდი.

ამ მუსაიფში ნელ-ნელა საღამო გვეპარება, შავი ღვინის დოქებს ღვინო ეპარებათ, ლანგრები ხორცისგან თავისუფლდებიან და მხოლოდ სალათის ნარჩენები გორაობს აქა-იქ.

აღდგომის შესახებ, რომ იესოს სცოდნოდა, ალბათ არც აღდგებოდა, თუმცა დარწმუნებული ვარ ეს მან იცოდა, ბევრისთვის კი იცის და ეცოდინება – იესო ხომ ჰიპსტერია!

Advertisements
2 Comments leave one →
  1. NinucaElectro permalink
    აპრილი 17, 2012 3:41 PM

    ეჰ, ჩემი ტკივილია ეს თემა;დ

  2. temucka permalink
    აპრილი 28, 2012 2:11 PM

    ჩემთან დიალოგი აღდგომის დღეს:
    1)

    -ქრისტე აღსდგა
    -ისემც შენ რა გითხარი 😀

    2)

    -ქრისტე აღსდგა
    -მოგელანდებოდა :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: