Skip to content

დეკემბრის საიდუმლოებები

ნოემბერი 30, 2011

დეკემბერი თავისებურია, მოაქვს თავისი მუხტი. ამას მოყვება პატარ-პატარა დეპრესიები, რომლებიც, როგორც წესი ახლავს ხოლმე ზამთარს თან.

 დეკემბერში დათვის პოზას ვინარჩუნებ. სიგარეტის და ძილის გარდა არაფერი მინდა. განსხვავება მხოლოდ ერთია – დათვები არ ეწევიან.

ეს ის დროა, როცა რომანტიკულ ფილმებს ვუჯდები, თბილ საბანს ვიფარებ, ცხელ ჩაის შევექცევი, აუცილებლად მალინის, ან ღოღნოშოს არომატიანი მურაბით და სადღაც გულის სიღრმეში ჩემს იდეალს ვაშენებ. ასე ჰაერში – არა, ფილმების პერსონაჟები მეხმარებიან ამაში. ხშირად ვპოულობ კიდეც მათ. და ვოცნებობ მათზე. მერე ოცნებები ხდება. და ზაფხულში ვხვდები, რომ მაგრად მივქარე. :დ

ჩემთვის სიყვარული დეკემბერში ძალიან მარტივია – მცირე სითბო და ყურადღებაც კმარა. ერთი ბოთლი არყის ჩემთან ერთად გადაკვრაც, რომ სუსხიანი ზამთრის ეს მშვენიერი თვე გისახსოვროთ.

გასულ წელს ასე მოგვირთეს ქუჩები და ნეტავ წელს რას აპირებენ

ეს ის დროა, როცა სიცივეშიც ბედნიერებას შესწევს ძალა, რომ გაგათბოს.

ეს ის დროა, როცა ამინდზე უფრო მეტს ვსაუბრობ, ვიდრე უცხოპლანეტელებზე, ან თუნდაც პოლიტიკაზე, სექსზე და სხვა ათასგვარ საკაცობრიო თემაზე.

ტეხავს, როცა დეკემბერში მარტო გდიხარ, ვიღაცას ელოდები, გაყინულ ქუჩაში მარტო დაეხეტები, საახალწლოდ გაწყობილ შუქებს თვალს ვერ უსწორებ და წარსული ლანდივით დაგყვება თან.

პ.ს: ჯერაც არ ვიცი ახალ წელს სად გავატარებ, თქვენ უკვე გადაწყვიტეთ?

Advertisements
4 Comments leave one →
  1. SandroKh permalink
    ნოემბერი 30, 2011 10:12 PM

    კი იდეაში მაქვს,რომ სადმე ისეთ ადგილას გავატარო ახალი წელი,სადაც არასდროს გამიტარებია და ჩემს ცხოვრებაშიც რაღაც ახლის მომტანი იქნება. 😀

  2. დეკემბერი 1, 2011 12:57 PM

    გასულ წელს ასე მოგვირთეს ქუჩები და ნეტავ წელს რას აპირებენ
    პასუხი: იგივეს

  3. დეკემბერი 2, 2011 12:38 PM

    გადავწყვიტე რომ სახლში ვხვდები , მიუხედავად იმისა რომ დაქალი მეპატიჟება რუსთაველის ქუჩაზე გამართულ კონცერტზე…. უბრალოდ გაყინულ ქუჩაზე , ჭყლეტვაში და უაზრო შოუს მოლოდინში ახალი წლის გატარებას მირჩევნია თბილ სახლში შამპანურთან და დედასთან ერთად შევხვდე ახალ წელს ხოლო მერე მეგობრებთან ერთად უბანში გავიდე…..

    რაც შეეხება პოსტის პირველ ნაწილს ზუსტად ეგრე ვარ მეც, (ოღონდ სიგარეტს არ ვეწევი) :)))))

  4. დეკემბერი 7, 2011 12:12 PM

    არ მიყვარს ზამთარი . ახალ წელზე ვაბოდებ ^^
    მიყვარს ახალი წელი თბილისის ქუჩებში ^^ მშვიდი და თბილი გარემოა ხოლმე ^^
    რაც შეეხება ფილმებს და ყავას ,მე სულ ესე ვარ … დეპრესიაში არასდროს ვყოფილვარ ,მაგრამ სევდიანობა მიყვარს ,უაზროდ ცანცარს მართლა მირჩევნია სევდიანობა ^^

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: