Skip to content

4 წლის წინათ…წერილი Wissner-ს

ნოემბერი 16, 2011

4 წლის წინანდელ ნიკას წერილი ჩემგან:

“ნიკ, ახლა ამ წერილს, როცა იხილავ ჩვეულად თვალებს გააფართოვებ და შენს გალაქტიკასავით ამღვრეულ გონებაში სავარაუდიდ არც კი შეუშვებ ჩემს რჩევებს, არადა რომ იცოდე როგორ გამოგადგება ისინი.

დღეს ხვალინდელი დღით ცხოვრობ და ამ წესის გამო ბევრჯერ აირტყამ ცხვირში.

შენ ჯერ კიდევ გჯერა, რომ ვანსებით, ხაკისფერ მაისურში გამოწყობილი და კეთილი ღიმილიანი სახით დაიპყრობ სამყაროს, თუმცა მალე მიხვდები, რომ ცხოვრება მაგარი დედისმტყვნელია.

დროის დიდ ნაწილს “ანდერგრაუნდელებთან” ნუ ატარებ, შენ მხოლოდ მათთან კარგავ თავს და შენს მიმართ სამყაროს გაურკვეველს ტოვებ, სჯობს ამისთვის სხვა ადგილი ეძიო.

ღამ-ღამობით სახლში არ დააგვიანო მხოლოდ იმიტომ რომ, მათთან ერთად მზიურში, ოპერის უკან ან ივერიის მიწისქვეშაში ლუდის ყლუპვაში რწყევამდე მიხვიდე. ვიცი მათთან ბედნიერი ხარ, მაგრამ უნდა გაეცალო მათ ნიკ, სასწრაფოდ უნდა გაეცალო.

ბევრ რამეს შეესწრები ღამის აყროლებულ ქუჩებში და მალე გაიზრდები.

სწავლის მხრივ კარგი ხარ, მიაწექი და ხელი არ ჩაიქნიო ამაზე მაშინაც, როცა სკოლაში მისვლა ყველაზე ძნელი გახდება შენთვის.

შენთვის უცხო ხილს მაინცდამაინც ნუ მიეპოტინები, წარმოსახვითი სამყარო სულაც არ ჰგავს რეალურს, შენ იქ ვერ გაიქცევი! ის დაგეგმილზე მეტად უფრო მოულოდნელია.

აუცილებლად შეეშვი იდეალების ძიებას – აი, ისეთი, შენ რომ წარმოგიდგენია არ არსებობს! არა, ვერ მოგატყუებ, არსებობს, თუმცა არა ისეთი სრულყოფილი, როგორსაც წარმოიდგენ. ამის გამო, ბოლო მომენტში ჩაეშვები უზამაზარ წუმპეში და გაურკვევლობაში ჩაეფლობი, მაშინ კი დარჩებით მხოლოდ შენ და შენი გრძნობები, რომლებიც ჯერ კიდევ კარგა ხანს არ შეიცვლება.

ინტერესები მალე გეცვლება და სტაბილურობა არასდროს გაქვს გარანტირებული, ამიტომ იმუშავე იმაზე, რომ მარადიული ერთი კუნჭული მაინც მონახო, რასაც მთელი ცხოვრება თუ არა ხანგრძილივი დრო მაინც არ უღალატებ.

ერთი დიდი ნაკლი გაქვს და ეს შენც იცი, თუმცა ვერაფერს აწყობ. ყველა მომღიმარ ადამიანს ნუ მიენდობი!

არ არსებობენ კარგი ადამიანები, ამოიგდე ეს თავიდან, ზღაპრები ბავშვობაში ჩატოვე. ყველაფერი დროებითია, ხელი არავის ჩასჭიდო და საკუთარ თავთან ერთად გაუყევი დროს ისე, როგორც ბეწვის ხიდს, შენც ხომ იცი there’s not much time.

იმედგაცრუებების შემდეგ თვითმკვლელობა არც კი სცადო, ყველაფერი არც ისე ცუდადაა როგორც შენ გგონია, გაარძელე სტერეოტიპების ნგრევა, კარგად მიდიხარ.

ფეხბურთს, პორნოებს და ქსელურ თამაშებს, რომ ჰარდ კორი გირჩევნია ეს სწორია, უბრალოდ დიდი ბიჭები ჰარდ კორს არ უსმენენ. (და არც ანძრევენ :დ) -_-

დედას უფრო დიდი დრო დაუთმე, დრო გავა და ნელ-ნელა ყველაფერი ხელიდან გამოგეცლება.

ნიკ, ყველაფერი შენს ხელთაა და იმედი არასდროს გადაიწურო, ვიცი ასეთი რჩევები როგორც გენატრებოდა.” მუდამ შენი მე.

Advertisements
11 Comments leave one →
  1. ნოემბერი 16, 2011 11:44 PM

    ზოგადად ცხოვრება არც ასეთი ”მრაჩნი” არაა შენ როგორც აღწერ/აღწერდი : )
    ყველა ვითარდება , იზრდება და იცვლება (თუ არა და წასულია იმის საქმე) ჰოდა შენც მტავარია მოინდომო და იქით წავიდე სადაც შენ გინდა და არა იქით საითაც ზურგის ქარი წაგითრევს : )

  2. ნოემბერი 17, 2011 3:13 PM

    magarii qaliia dzaan :*

  3. ნოემბერი 17, 2011 3:27 PM

    რაოდენ საწყენი და გასაკვირიც არ უნდა იყოს ბევრ რამეში მართალია :S :S … მაგრამ ნათელი მხარეც უნდა დაინახო და ზომიერების გრძნობა არ დაკარგო…

    • ნოემბერი 17, 2011 5:47 PM

      ეს წერილი მევე მივწერე საკუთარ თავს, დამავიწყდა ამის მითითება პოსტში.

  4. ნოემბერი 18, 2011 5:24 PM

    ზედმეტად საინტერესო პიროვნება ხარ ^^

  5. ნოემბერი 30, 2011 5:35 AM

    რომ არ გიცნობდე ვერ დაგიჯერებდი შენს ასაკთან შედარებით იმდენად განსხვავებული ხარ. წარმატებებს გისურვებ ცხოვრებაში . დარწმუნებული ვარ წინ ბევრი თავგადასავალი გელის.

  6. აპრილი 27, 2012 7:08 AM

    ლოლ მე რომ 13ის ვიყავი ჯერ კიდევ ტომიჯერის ვუყურებდი და ავტომატებით ვთამაშობდი

  7. მაისი 25, 2013 8:10 AM

    ამ ადამიანზე ვგიჟდებიი,რა კარგი პიროვნება ხარრ ^_^

  8. მაისი 26, 2013 9:43 AM

    მე რომ 13 წლის ვიყავიიიი,უფ გამოვიკეტებოდი ოთახში და ,,სისტემებს” ვუსმენდი მთელი დღე:D:D:Dსად გვქონდა კომპიუტერის და ,,კაი ცხოვრების” ფული,რის ვაი-ვაგლახით ნაყიდი ,,მოდნი” ცენტრით ვიკლავდი მუსიკისადმი უსაზღვრო სიყვარულს(განვადებით იყო გამოტანილი:),ვწერდი დღიურებს,სადაც ხან ვის ვლანძღავდი და ხან ვის…ნუ,შენნაირი მსჯელობა და მსოფლმხედველობა არ მქონდა,ბავშვურად ვაზროვნებდი,ახლა უფრი ვიხსნი ვარდისფერ სათვალეებს:)ვიჯექი და ვთამაშობდი ჩემთვის,ახლო ბავშვი არავინ ცხოვრობდა,სულ ჭორიკანა,ხუანზე შეყვარებული და ლოთ-მუსუს ქმრიანი,,დეიდები” მერტყა გარშემო:D:D:Dვიყავი მარტო,და ახლაც მიჭირს ამის გამო კომუნიკაცია:)ვაფშეტა,ბედნიერი და კმაყოფილი არასდროს ვყოფილვარ საერთო ჯამში…ცუდია…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: