Skip to content

1 წელი!

ოქტომბერი 24, 2011

22 ოქტომბერს, იმ ბლოგს, რომელზეც ახლა იმყოფებით 1 წელი შეუსრულდა.

ბლოგზე არსებული ამჟამინდელი მდგომარეობა ასეთია – 46 პოსტი/215 კომენტარი.

ამ ერთი წლის განმავლობაში, როდესაც თითოეული პოსტით გადმოცემულ ემოციებს გიზიარებდით, ეს პროცესი ჩემთვის ხშირად დიდი შვება აღმოჩენილა. განსაკუთრებით გულს მითბობდა მკითხველის თბილი წერილი იმეილსა თუ ფბ-ს ინბოქსში, ერთი პატარა კომენტარიც კი მახარებდა გასული წლის განმავლობაში.

სტატისტიკის მიხედვით დავრწმუნდი, რომ არსებობს ის ხალხი, რომელიც დროის ნებისმიერ მონაკვეთში, მის საკუთარ მისამართის ჩასაწერ ველში აწკაპუნებს და კრეფს ჯადოსნურ მისამართს ჩემამდე: wissner.wordpress.com. შემდეგ ჩუმად იპარება ბლოგზე, ჩაავლებს პოსტებს თვალს და ისევ ასე, უჩუმრად, უკვალოდ ტოვებს აქაურობას.

ვიცი, რომ არსებობთ! ❤

ბლოგმა მსუყე გამოცდილებაც შემძინა, ვისწავლე უკეთ წერა. ასევე, გარკვეულ დონეზე ვისწავლე ხალხთან ურთიერთობის დამყარება.

როდესაც ბლოგის მიმდინარე წლის სტატისტიკას გადავხედე, აღმოვაჩინე, რომ ყველაზე მეტი ვიზიტებორები ჰყავდა პოსტებს, რომლებიც უშუალოდ ჩემ პირადთან იყო ახლოს. მომავალში შევეცდები ეს გავითვალისწინო, სხვა თუ არაფერი ეს ხომ რეალითი ბლოგია, 14 წლის ბიჭის, რომელიც ხალხს, მკითხველს უზიარებს საკუთარ ყოველდღიურობას, ემოციებს, შეხედულებებს…

მინდოდა ამ ამბავს აღნიშნვის გარეშე არ ჩაევლო. ღამის საათებში მე და ნუცამ მოკრძალებულად ჭიქა კოლასა და თხელი ნაჭერი კექსის თანხლებით ვიზეიმებეთ ბლოგის 1 წლის სიცოცხლე.

Advertisements
One Comment leave one →
  1. ნოემბერი 1, 2011 7:33 PM

    ჩემი ნამღერი ჰეფი ბიორზდეის ვიდეო მინდა :დდ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: