Skip to content

Kung Fu Junkie live @ Night Office

ოქტომბერი 16, 2011

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთნები, რომლებსაც უყვართ დოზაზე მეტი ალკოჰოლის მიღება, ხმაურიანი განტვირთვა, ადამიანებზე დაკვირვება და პარალელურად ფერადი, მძიმედ აღსაქმელი შუქებით თამაში, მუსიკა, ბიტები – ეს ყველაფერი ერთ ემოციას ქმნის, ირგვლივ მყოფ ხალხს კი – სექტასავით აყალიბებს, რომლის ნაწილიც სიამოვნებით ვხდები ხოლმე, როგორც წესი.

გუშინ კი Night Office-ში თბილისის მასშტაბით ყველაზე რევოლუციური ჯგუფის – Kung Fu Junkie-ის ლაივ-კონცერტს დავესწარი. დავიწყებ იქიდან, რომ ესაა ერთადერთი ქართული მეინსტრიმ პოპ /ელექტრო ჯგუფი, რომელიც ხარისხიან პროდუქტს აკეთებს. აქამდე, თუ მსგავსი მიმდინარეობის ჯგუფები ვიწრო წრეებში ვრცელდებოდა, დღეს-დღეობით გამოჩნდა ჟურნალი – ტაბულა არტი, რომელიც ერთგვარ პიარს უკეთებს ხარისხიან ქართულ ჯგუფებს, რომელთა შორისაა, რა თქმა უნდა კუნფუ ჯანკიც.

Kung Fu Junkie მღერის ნარკოტიკზე, არატრადიციულ ორიენტაციის მქონე ადამიანებზე, მონატრების სიმწარეზე, დასველებაზე და უბრალოდ ცხოვრებაზე.

ჯგუფის ვოკალისტს სექსუალური და ქარიზმატული ნოტა შეაქვს შესრულებისას, ვოკალისტს, კი ენერგია და სიმშვიდე, ამ შერწყმამ ძალზედ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, როგორც მაყურებელზე.

ალკოჰოლისა და ჯანქების მაგიური ენერგიის ქვეშ მყოფმა, ნეგატიური ემოციები ცეკვისას განვდევნე და კლუბიდან გამოვედი ემოციების კორიანტელში გახვეული. მიყვარდა ის ხალხი, რომელთაც გულის სიღრმეში ვძულდი. ფეხებზე მეკიდა, ტრუტუარზე, გამიტანდა, თუ არა ტაქსი და მეკიდა ხალხის აზრი, რომლებიც გათიშული და დალუკმულნი ეყარნენ საწოლზე. გეძინათ თქვენ, როცა მე დავეხეტებოდი თბილისის ქუჩებში სიყვარულით გადავსებული.

Advertisements
One Comment leave one →
  1. ოქტომბერი 16, 2011 5:56 PM

    გული მომიკვდა!
    hide მაინც გექნა რამენაირად ჩემთვის :/

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: