Skip to content

ცხოვრება ნეხვში

სექტემბერი 22, 2011
კითხვის დაწყებამდე ჩართეთ :

***
ნეხვი ჩემს გარშემო.

ლიტერატურული საღამო.

წიგნებივით გაცვეთილი სახეები. ამაყი მზერა და სიმარტივე. მე ისევ უკმაყოფილო ვბრუნდები, საკუთარი თავმოყვარეობა ებრძვის ჩემს შექმნილ სიცრუეს.

მათი სიმარტივე და ჩემი სიმარტოვე.

მე და ღამე ვარსებობთ მხოლოდ.

ღამე

ცარიელი ქუჩის კუთხეებში ბიჭები, 15-16 წლისა, დანას ატრიალებენ, გამალებით უბეს ისრესენ. მათ გვერდით ყოველთვის რამოდენიმე გოგონაა, მზრუნველი იერით. ისინიც ამ წლოვანებისა არიან.გოგონები ბიჭებს ეკიდებიან.

გზისკენ მივაბიჯებ.

ვაჩერებ ავტობუსს. ჩვეულად უკანა სავარძელს ვიკალათებ. ღარიბულ უბანში მიიზლაზნება ავტობუსი. გზებს უკან ვიტოვებ. ვაორთქლებ მინაზე და თითებით ვნიშნავ – “I was here.”

ავტობუსის წინა რიგებში პირქუში ქალი მოკალათებულა, ყოველ გაჩერებაზე უჩვეულოდ თავს ქინდრავს, მე კი ინტერესიანად შევქცერი მას. დაცრეცილი შავი ჩანთიდან იღებს “ლოცვათა წიგნს” და ტექტს ხმამაღლა მიუყვება, ზლუქუნით. ხალხი წრიალს იწყებს. ქალი ბოლოსკენ ჩადის, თან სუნთქვა აღარ ყოფნის. თითებს ვათამაშებ. ჩემი გაჩერებაა. უგუნებოდ ვტოვებ ავტობუსს.

ქუჩიდან შორს გავრბივარ,ქალაქის ცენტრისკენ.გზაზე რამოდენიმე მეძავი მანქანის კარს აყუდებია.

ხანშიშესული ორი მაწანწალა იაფფასიან არაყს ისხავს ყელში და ერმანეთს ეხვევა.

ვხეტიალობ.

საიდანღაც მოსროლილი სიტყვები, ტვინში ჩაბეჭდილი უამრავი ფოტოს შინაარსი და ჩემი ცხოვრების კადრებით აგებული გრძნობები ბრუნავს ჩემს ფიქრებში, ვტრიალებ და ვხვდები, რომ აქ არავის ვეკუთვნი.

ასე.

დილით ეკლესიის ზარები მაინც დარეკავენ, პიქრუში ქალი იქამდე წაიკითხავს ფსალმუნებს, სანამ არ დაიხრჩობა. გოგონები კვლავ განაგრძნობენ ღამ-ღამობით მასტურბირებას, ბიჭები კვლავ დაატრიალებენ დანებს. ღარიბული უბანი ხალხით გაისვება, ბებერი ძაღლების მუცლები ვეღარ გაძღება. ხალხი კვლავ იწრიალებს. ფოტოები კი გამრავლდება, სიტყვებსაც მოიტანს ქარი, დაძველდება და დრო არ გამაჩერებს.
დილით გავიღვიძებ და ყველაფერზე გული ამერევა.

Life takes off art.


					
Advertisements
7 Comments leave one →
  1. სექტემბერი 25, 2011 4:53 PM

    ბავშვო მომწონხარ .ძალიან კარგად წერ.

  2. აგვისტო 23, 2012 9:22 PM

    nikkkkkaaaaaa ❤ ❤ ❤ shennairebi ertxel ibadebian mxolod..!!!

  3. აგვისტო 25, 2012 11:58 AM

    რა კარგიააა ^^

  4. მაისი 22, 2013 9:15 PM

    ნიკა,ნიკა,ნიკაა…:/და კიდევ ნიკა!:)))მომწონს წერის სტილი,მაგრამ ჩემს შეხედულებებს ეწინააღმდეგება ტექსტის რამოდენიმე ადგილი და ისიც ჩემი რელიგიური მრწამსის გამო,რომელიც არ მგონია საინტერესო იყოს შენთვის,ამიტომ ჩემთვის დავიტოვებ:))))

  5. მაისი 25, 2013 9:58 AM

    http://tinapoulin.wordpress.com/ წაიკითხე:)შთაბეჭდილებებიც დამიწერე:)

  6. ივნისი 7, 2013 11:24 AM

    wow ♥ magariaaa

  7. მაისი 20, 2014 8:49 AM

    დილით ეკლესიის ზარები მაინც დარეკავენ, პიქრუში ქალი იქამდე წაიკითხავს ფსალმუნებს, სანამ არ დაიხრჩობა. გოგონები კვლავ განაგრძნობენ ღამ-ღამობით მასტურბირებას, ბიჭები კვლავ დაატრიალებენ დანებს. ღარიბული უბანი ხალხით გაისვება, ბებერი ძაღლების მუცლები ვეღარ გაძღება. ხალხი კვლავ იწრიალებს. ფოტოები კი გამრავლდება, სიტყვებსაც მოიტანს ქარი, დაძველდება და დრო არ გამაჩერებს.
    დილით გავიღვიძებ და ყველაფერზე გული ამერევა. ❤ ❤ miyvarxar ❤ ❤ !!!!!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: