Skip to content

მე და ისინი

სექტემბერი 11, 2011

-“მე და შენ”

-ჩვენ!

– ჰო, ჩვენ!

-აიღე, ბოლო ღერია.

-რატომ გაათავე?

-კარგი იყო.

-ეს მგონი ჩვენთან ეწევა/

-ჰო, ნიკ ასეა.

-თქვენთან?

-ჰო ჩვენთან! და ლიზასთან.

-ნიკ, რედაქციაში ფურცლები მიგაქვს?

-ფურცლები! რომელი საათია!

-რომელი საათია?

-ორი დაიწყო.(ორივე ერთად)

-მეც ვიღიმი

საღამოს

-ნიკ, ჰეი.

-აქ ჩამოვჯდე?

..

-ასწორებს ღამით ბუნება! (ნიკი)

-ჰო, ნიავია, სიწყნარე.

-ხალხი არსად ჭაჭანებს.

და შუქები ჩემს თვალებში.

-შუქები?

-დახუჭე თვალები და დაინახავ.

-ვერ ვხედავ.

-კიდევ! უფრო მაგრად დახუჭე.

-ფერადია! მაგრამ ვერ ვხედავ და ვუმალავ ამას.

-ჰო.

-მარტო ჩვენ ვართ (ორივე ერთად.)

გვეღიმება და კონტროლს ვუმკლავდებით

-თათბირმა როგორ ჩაიარა?

-ჩავფლავდი.

…შით.

-ტეხავს.

-იცი? არაყი ვიყიდე დილით, ჩარჩებოდა ცოტა.

-მმ..შენთან რა ხდება?

-ნიუ იორკიდან გამოგზავნილი ბურგერბი მაქვს, ცოტა წვენი და ცოტაც შოკოლადი, ფხვიერია, შენი თმასავით.

-ანუ?

-არაყი – ახლა, ბურგერები – დილით.

-კაიფობ?

-არა,მიზიდავ.

-ვიღიმი.

-თითებს რატომ კუმავ

და

იფშვნეტ და ითბობ?

-ბავშვობაში ვისწავლე

-სად?

-მამაჩემის მეგობარმა მასწავლა, ჯიგარი კაცი იყო.

-რა დაემართა?

-დაცხრილეს, ხულიგნობდა

ვსვამთ

ვწვებით

-1,2,3…ვათავებ.

-სასიამოვნო იყო

-ბევრჯერ მინდა

-გარეთ წვიმს, მე საბანს ვეკრობი, ნიკის ტანი თბილია, მხრებზე ყვითელი ჭორფლებით გაწყობილი, კანზე ვეკრობი და თითებით გემებს ვხაზავ, ბოლოს მაინც არ მომწონს და ვშლი/

-ტელევიზორს რთავს. არ უჩვენებს არაფერს და საშინელი შიშინი გაუდის. წვიმის ბრალია, ვჩურჩულებ.

-ახლა ვხედავ იმ შუქებს, ფერადია! მართლა!

დილა

-მე შენ უფრო მეტად მიყვარხარ ვიდრე ნიუ იორკი! ნაზად მკოცნის

-მე ვაკვირდები

-არა, არ ვხუმრობ, მართლა ძალიან მიყვარხარ.

-ცხელი ხარ.

-ჰო, ნაბახუსევზე იცის.

(ბევრი წერტილი და სიჩუმე)

-ვიცვამთ.

-ბურგერი?

-არ გინდა.

-რატომ ნიკ?

-ნიკს, რომ მეძახი სიამაყის ნაპერწკლები მითამაშდებიან.

-სადაა შენი სიამაყის ნაპერწკლები?

-შენთან.

-მე და შენ შევტყუპდებით

ნიუ იორკის ტყუპებივით

და დავიშლებით

და მოვიყოლებთ სხვებს

-არა,უმჯობესი იქნებოდა ნიკი შთაგონების გარეშე განვითარებულიყო. ადამიანის პოზებს ადვილად იღებს.

-ის ჩინებულია რადგან მან ისწავლა?

კვლავ იგივე…

inspiration

და სინამდველში დიდი ნახტომი – სწავლაა, რეალობის აღწერაში, შენ ფიქრობ,რომ პირიქით.

-შენთან ჩემს თავზე უფრო მეტს ვფიქრობ,ვიდრე მარტო საკუთარ თავთან

-და შენ გგონია, რომ გიყვარვარ?

-კი,ერთ ამოსუნთქვაში ვგრძნობ ამას, ცხვირში მეხეთქება და სხეულის შიგნიდან ვინგრევი

-ჩემი სუნი ოდესმე გიგრძვია?

-კი.

-და შენც გგონია,რომ გიყვარვარ?

-კი.

-რატომ?

-არ ვიცი.

-შუქებში დავიმალები და დავივიწყებ ყველაფერს.

-მიდი საყვარელო, შენ ამას შეძლებ.

ბედი. when I’m moving,it writes. when I write,it’s moving.

მე და შენ – ჩვენ!

(ბევრი წერტილი, ნიკის ჭორფლებივით.)

Advertisements
2 Comments leave one →
  1. ივნისი 13, 2013 11:45 AM

    wow ♥ genialuria :*

  2. მაისი 20, 2014 8:46 AM

    rogor miyvars …….. ❤ ai vgijdebi shenze

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: