Skip to content

X factor (Show 3)

სექტემბერი 4, 2011

ტალანტ-შოუების მოყვარული, რომ ვარ ამაზე ადრეც დამიწერია.

3 სექტემბერი, ღამის 12-ის ნახევარი,მომდის ანის წერილი, X factor-ი დაიწყო და ჩავუჯდეთ ერთადო. რა თქმა უნდა, ჩვენ თინიც შემოგვიერთდა და დავიწყეთ შოუსთვის თვალის დევნება.

შოუს პირველი ნაწილით დიდად არ ავღფრთოვანებულვარ, თუმცა არც გამკვირვებია, ტკბილ ლუკმას ხომ ყოველთვის ბოლოსთვის იტოვებენ.

ძალიან მომწონს შოუს განახლებული ჟიური.

პირველ ჯერზე ვწუწუნებდი საიმონის გარეშე არ გამოვა საინტერესო შოუ-მეთქი, თუმცა მალევე შევეჩვიე საიმონის შემცვლელ გერის და მაშინ მივხვდი, რომ საჭირო ყოფილა ჟიურის განახლება. საიმონის როლი უცვლელი დარჩა, გერისაც ისეთივე მკაცრი გამომეტყველება და ტონი აქვს, როგორიც საიმონს ჰქონდა – არ მომდის ეს თვალში კარგად.

ლუი უცვლელი დარჩა, რამაც ძალიან გამახარა. ლუი შოუს ნამდვილი დადებითი მუხტია.

გოგოებზეც კარგი არჩევანი გააკეთეს, რაც ყველაზე საგულისხმოა, მათში ბალანსი დაცულია _ კელი – შედარებით მშვიდი და გაწონასწორებულია, ხოლო ტულისას ნამდვილი ქარიზმა და სიგიჟე მიაქვს მაყურებლამდე.

ტულისამ ჩაკოცნა 🙂

შოუს შუალედში, სერიის აღმოჩენა გახდა ლუკ ლუკასი, რომლის ნამღერიც არ მომეწონა. მის მიერ შესრულებული მაიკლ ჯექსონის სიმღერა მართალია ძალიან რთულია სამღერად, თუმცა არ მომეწონა, იმიტომ რომ ნამღერი არასასიამოვნო გახდა ჩემთვის. ლუკს აქვს პლიუსებიც – იგი ძალიან არტისტულია და მუხტს აფრქვევს სცენაზე.

რაც მთავარია მან ბრიტანეთი მოხიბლა.

David Wilder-ი 42 წლის როკერია, რომელიც საოცრად არტისტული და სიცოცხლით აღსავსეა, თუმცა ამ ყველაფერს ვოკალი არ უწყობს ხელს. როგორც ჩანს, დევიდი ძალიან მონდომებულია, ამიტომაც შესაძლებელია მისი სტილის სიმღერის გამონახვა და დახვეწაც მოხდეს.

Michael Lewis-ის ნომერმა წინა წელს კრახი განიცადა, როდესაც იგი მაიკლ ჯექსონის impersonator-ად მოევლინა X factor-ს, თუმცა წელს მან გადაწყვიტა მაიკლის იმიჯის ნაცვლად შეეთავაზებინა მაყურებლისათვის საკუთარი სტილი. სცენაზე გამოსულმა მონაწილემ თქვა, რომ ძალიან დიდი დრო დაუთმო ვოკალის დახვეწას, ამან იმედი მომცა პესიმისტურად შემეხედა ნომრისთვის, თუმცა მაიკლმა მღერის დაწყებისთანავე ყველანაირი იმედი გადამიწურა.

როცა დაბლოკეს სცენაზე წამოიჭიმა და გაჰკიოდა მე არტისტი ვარ და არიქა, ეს ჩემი ადგილიაო. ვიფიქრე, რომ დაცვა აფხიკავდა ადგილიდან, თუმცა ჩემდა გასაკვირად სცენაზე გერი ავიდა და ძალიან სერიოზული იერით გაისტუმრა.

როგორც დასაწყისში ვახსენე ტკბილი ლუკმა ბოლოსკენ შემოიტოვეს.

სერიის მთავარი გმირი Jade Richards-ი აღმოჩნდა. ჯეიდის ისტორია ძალიან სევდიან ნოტაზე დაიწყო. გოგონა ობოლია და იგი ბებიამ გაზარდა. ინტერვიუში ჯეიდი ამბობდა, რომ არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს ბებიასთან, ხოლო მისი ბებია, რომელიც მის მხარდასაჭერად იყო შოუში მისული, ამბობდა რომ ამაყია მისი შვილიშვილის ნიჭით.

ჯეიდმა ადელის “Someone like You” შესანიშნავად შეასრულა. ტულისამ მონაწილეს ზუსტი შეფასება მისცა –

“როდესაც მღეროდი, მე ვგრძნობდი მთელი შენი ცხოვრების ისტორიას.”

ასე, happy end-ით დასრულდა X factor-ის სერია. რაც მთავარია, X factor-მა შეცვალა Jade Richards-ის ცხოვრება.

Advertisements
One Comment leave one →
  1. სექტემბერი 6, 2011 7:08 PM

    ჯეიდის ნამღერი ძალიან მომეწონა… მართლა გულით იყო ნამღერი და გრძნობა ჩადო ამ შესულებაში….<3<3

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: