Skip to content

მიყუჩებული ძველი თაობა, ანუ არაერთსულოვანი ქართველები

აგვისტო 22, 2011

სათაურის დანახვისთანავე დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენთაგანს თვალწინ გადაეშალა ღვინის ხაპია, ერთსულოვანად შეკრებილი ქართველები სუფრაზე და გაიფიქრა, სულაც არ ვართ არაერთსულოვანი ერიო. გეშლებათ, მაგრამ ამის შესახებ ნამდვილად არაა ეს პოსტი.

ყველაფერი დაიწყო აქედან:

დღეს დილით, პირის დაბანაც ვერ მოვასწარი ისეთი სისწრაფით მოვიცვი პერანგი. ამოვიცვი ნაცნობი ჯინსის შარვალი და გავირჭე “ყურსასმებენები.”

მარჯვენა ხელით კარებს ვურჭობდი გასაღებს,მარცხენათი კი “ლენონებს” ვიკოპსებდი თვალებზე.

დილაობით დავეჩვიე ხსნადი ყავის გადაკვრას, გამოსაფხიზებლად წამალივითაა. იმის შედეგად, რომ ამ სიამოვნების მოდუღება ვერც კი მოვასწარი, მაღაზიაში შევირბინე და ქილის ყავა მოვყლურწე.

“მადლობა”, ჩავიჩურჩულე და დავტოვე იქაურობა. ჯერ კიდევ სუსხის სუნი იპარებოდა ქუჩებში.

ირთვება – “Radiohead”-ის “no surprises”.

ასე დაიწყო დილა. ავუყევი ჩვეულ გზას, მზის სხივები კი ნაბიჯებთან ერთად ნელ-ნელა გაიზარდა. მივაბიჯებდი გაჩერებისკენ გახეხილი ჯინსებით, ჯერ კიდევ გამოუფხიზლებლი, მოღუშული სახით. ლენონებში კი ვცდილობდი ნაცნობი ხალხისთვის თვალის არიდებას – სირაქლემას პოზიციაში ვიყავი დაახლოვებით. წინ ვიყურებოდი, გზისკენ.

მუსიკის არაფრისმთქმელ ფიქრებში გარინდული კი სწრაფად გავიდა დრო, ავტომატურად გავაჩერე 23 ნომერი ტრანსპორტი და სავარძელზე მოვკალათდი. “ყურსასმენებისგან” ყურები გავინთავისუფლე, ვგრძნობდი – ყურები თითქოს დამეცო.

გამოვფიხზლდი

უეცრად მომესმა ჩემს წინ მჯდომი საშუალო ასაკის ქალის ყაყანი. სქელი და გრძელი კაბის ბოლოს, მის ფეხებთან დაყუდებული უამრავი პარკი შევნიშნე და გავიფიქრე ალბად უჭირს-მეთქი.

დავინტერესდი რამ გამოიწვია ქალის ასეთი აგრესიული ტონი და ყური დავუგდე მისი და მძღოლის დიალოგს.საქმე აღმოჩნდა იმაში, რომ მგზავრობის საფასური გაზრდილა და ახალგაზრდა ქალიც ამას უჩიოდა.

მარშუტიდან ქალი მალევე ჩავიდა.

მძღოლი გაჩერებაზე გზად ამომავალი 23-ის მძღოლს გამოელაპარაკა, იგი ამბობდა, რომ ხალხი ცოტას წაიწუწუნებდა და მალევე მობერზდებათო, თან იქვე დასძინა, რომ მართებულათ არ მიაჩნია ასეთ პატარა მანძილზე მგზავრობის საფასურის გაძვირება. ჩემი მარშუტის მძღოლმაც უკმაყოფილების ნიშნად თავი გაიქნია და ჩვეული იერით გზა განაგრძო.

გავოცდი, როგორ მშვიდად შეხვდა ორი მძღოლი ამ ფაქტს, რატომ არცერთს არ გაუჩნდა პროტესტის გრძნობა მათ უკმაყოფილების ფონზე და დავუფიქრდი ამის მიზეზს – როცა საზღვარგარეთ მსგავსი ფაქტის წინაშე უამრავი მძღოლი გაიფიცებოდა, რატომ არ არ ხდება ანალოგიური საქართველოში, რატომ იკლავს უფროსი თაობა პირში სიტყვას.

ამან ძველი თაობის რაობამდე მიმიყვანა. ტოტალიტარული მთავრობის შედეგად მათ გამოუმუშავდათ თავისუფლად აზრისა და პროტესტის გამოთქმის შიშის სინდრომი და დღემდე ასე ცხოვრობენ – ერი თვითდეგრადაციისკენ ისწრაფის ნელ-ნელა.

რეალური გამოსავალი მართლა ერთია – არა – გამოსავალი ნამდვილად არა – ხსნა:

სანამ უფროსი თაობა არ გადაშენდება, მანამდე აღნიშნულ ყოფას არაფერი ეშველება, ხოლო მათ იდეოლოგიაში ჩარჩენილი და აღზდრილი ახალგაზრდები მომავალში იმედია დაიჩრდილებიან, ლიბერალი და უბრალოდ თავისუფლად აღზრდილი ახალგაზრდების ფონზე.

ჰო! მე მაინც არ ვკარგავ იმედს…

Advertisements
6 Comments leave one →
  1. აგვისტო 22, 2011 10:16 PM

    Getanxmebi. . . Sheguebulebi arian imas rom yvelaferi uaresobisken mieqaneba da arc aqvt survili rom rame gamoasworon da momaval taobas sacxovreblad gasadzlisi pirobebi dautovon. . . Magram me vfiqrob ufrosi taobidan vinmem tu gabeda protestis gamoxatva yvela ayveba. . . Titqos ragac bidzgi schirdebat rom shishi dadzlion. . .

    • აგვისტო 23, 2011 9:44 AM

      ბოლო წინადადებაში არ გეთანხმები,ბიძგი არსებობს,მაგრამ სიტუაცია იმდენად სტაბილურია,რომ ამ ბიძგს მხარს ვერ უბავენ

  2. აგვისტო 23, 2011 10:09 AM

    Nu eg sheidzleba. . . Aravis unda gariskva . . . arada riskis gareshe cxovreba azrs kargavs , gasheshebulia. . . Im taobashi yvela wuwunebs ra kargi iyo dzveli droo magram faqtze aravis unda tavisi tbili “sorodan” gamosvla da ramis shecvla. . . 😐

  3. სექტემბერი 11, 2011 10:23 PM

    boloo gansakutrebit momewona : )))

  4. იანვარი 21, 2012 4:26 PM

    ar vetanxmebi avtoris azrs. ty rame paseyli shemogvsha kartvelebs es shvenamde zveli taobis warmomadgenlebma moitanes da mat sikvdiltan ertad mokvdeba is paseylebebi da xirsebebi romeltac shveni winaprebi sisxlis pasad icadnen. amis shesachereblad xvelapers gavaketeb. da tyndac me vixo ertaderti adamiani arasodes vyxalateb shvens tradiciebs da sicocxlis bolomde davicav mat. iosebi

    • იანვარი 21, 2012 6:44 PM

      დრო იცვლება და პარალელურად ცხოვრების წესიც უნდა მიყვეს მას, ამიტომაც ლოგიკურია, რომ ძველი თაობა “გადასაყრელია.”
      ფასეული ტრადიციები კი – აუცილებლად დარჩება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: