Skip to content

ისევ ბიბლია და კვნესა ცხოვრების ამაოებაზე

ივლისი 22, 2011

იმას, რასაც ბიბლიის მიხედვით ცოდვას უწოდებენ ხშირ შემთხვევაში ბედნიერება მოაქვს.ბედნიერებას კი დადებითი ემოციები,რომლებიც შემდგომ ჰარმონიისა და სიკეთის საწინდარი ხდება,ანუ იმ გრძნობათაგანი,რომელსაც ბიბლია შთაგვაგონებს.

ახლა ძალიან ბევრი ფული მომიტანდა ბედნიერებას.

ბოლო დროს იმდენად საკუთარ თავში დარწმუნებული დასკვნები გამომაქვს,რომ ამის არგუმენტირებულად სხვისთვის წარმოდგენა მიჭირს,ხანდახანაც ვფიქრობ ალბად სწორედ ესაა ნამდვილი ჭეშმარიტება-მეთქი.

ბოლო ხანებში რამდენჯერმე დამესიზმრა მეძავი,რომელზეც ვცდილობ ზრუნვა გამოვიჩინო,რას მივაწერო ეს არც კი ვიცი.

მთელი ძალით ვცდილობ არ გამოვხატო უამრავი ადამიანის მიმართ ზიზღი,წინასწარი თავდაცვის მიზნით.

მეზიზღება,ისეთი ადამიანთა კატეგორია,რომელსაც საკუთარი ცხოვრება არ გააჩნია ანუ სხვის ცხოვრებას აქილიკებს.ამ უკანასკნელთა წარმოდგენებს ნებისმიერ რამეზე ჭკუიდან გადავყავარ,ალბად ამიტომ თვლიან რომ შიზოფრენიკი ვარ და ცდილობენ თავი ამარიდონ(თავს ზედმეტად მოახლოვების შემდეგ მარიდებენ.)სინამდვილე კი ისაა,რომ შიზოფრენიკი მარტო იმიტომ ვხდები,რომ მთელი ცხოვრება ასეთ ადამიანებთან შეგუება მიწევს.

ისეთ სამუშაოს მგონი სიცოცხლის ბოლომდე ვერ ვიშოვი,რომელშიც ჩემს მთელ ძალიხსმევას სიამოვნებით ჩავტევ,არა არ იფიქროთ,რომ ზარმაცი ვარ.

არა,ზარმაცი ვარ,ეს მეც ხომ ვიცი…

იდეალისტი ვარ,ეს ცუდიც არაა,თუმცა ზოგჯერ სირაქლემის პოზაში მაყენებს,მაგრამ ეს კარგი იმიტომაა,რომ მეხმარება კონკრეტული მოქმედებების გაუმჯობესებაში.

პ.ს.: საოცრად მინდა,ვინმემ მაღაზიიდან ცივი ლუდი ამომიტანოს,მაგრამ კაციშვილი არაა სახლში და ასე ვიტანჯები 40 გრადუსიან სიცხეში.

Advertisements
16 Comments leave one →
  1. Nanako Ust permalink
    ივლისი 22, 2011 1:19 PM

    შეიძლება გაგიკვირდეს კიდეც (ეს ვის არ უკვირს რომ, ეგ უნდა ვიკითხო) მაგრამ, მაინც… ბოლო წინადადებამ მიიქცია ჩემი ყურადღება სასტიკად.. ^^

    • ივლისი 22, 2011 1:24 PM

      არც მიკვირს 🙂

      • Nanako Ust permalink
        ივლისი 22, 2011 4:17 PM

        ხო, პრინციპში, ამ სიცხეში, არც ეგაა უკვე გასაკვირი.. :\

  2. ივლისი 22, 2011 1:25 PM

    მოდი დამიჯერე და გაიღიმე ახლა

    🙂

  3. valentinka95 permalink
    ივლისი 22, 2011 1:42 PM

    რატომ ხარ დარწმუნებული რომ შიზოფრენიკად გთვლიან??
    სამუშაოს რაც შეეხება მეც ეგრე ვარ … არამგონია ისეთი რამე გამომიჩნდეს ცხოვრებაში რომელსაც ჩემს თავს მივუძღვნი… და მეც ძალიან ზარმაცი ვარ 😀 😀

  4. valentinka95 permalink
    ივლისი 22, 2011 1:55 PM

    რავი მე არ გიცნობ პირადად მაგრამ ბლოგიდან გამომდინარე არ ხარ შიზოფრენიკი.. და შენი ასაკისთვის საკმაოდ ჭკვიანი ხარ და ბევრ ისეთ რაღაცას ხვდები რასაც დიდი ვერ მიხვდებოდა 🙂 :))

    • ივლისი 22, 2011 2:01 PM

      შენ თუ იმას ხვდები, რასაც მე ვხვდები, ანუ რასაც თვლი, რომ სხვა ვერ მიხვდებოდა მაშინ ❤

      • ივლისი 22, 2011 2:04 PM

        შენი ზოდიაქო მითხარი ^^

      • valentinka95 permalink
        ივლისი 22, 2011 2:06 PM

        კი მგონი ვხვდები :… ყველაზე ცუდი ისაა რომ სხვანაირი აზროვნება თუ გაქვს ადამიანს ბევრს არ ესმის ეს და შეიძლება გიჟად ჩაგთვალონ (ჩემს თავზე გამოცდილ:| ) ^_^

  5. valentinka95 permalink
    ივლისი 22, 2011 3:23 PM

    ლომი ვარ მაგრამ წესით სასწორი უნდა ვიყო(ადრე დავიბადე) და აღწერას რომ ვკითხულობ სასწორი უფრო მემთხვევა ❤

  6. valentinka95 permalink
    ივლისი 22, 2011 4:27 PM

    კი მაქვს მაგრამ დამტანჯა … სხვა სოციალური ქსელი მინდა … იქ უფრო მეგობრების გამო ვარ :)))

  7. valentinka95 permalink
    ივლისი 22, 2011 5:17 PM

    http://www.facebook.com/maria.undilashvili ესაა ჩემი FB მგონი მყავხარ მეგობრებში

  8. იანვარი 5, 2013 7:03 PM

    ყოჩაღ :))))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: