Skip to content

6 წლის წინანდელ საქართველოში

ივნისი 28, 2011

შეგიძლიათ წარსულში დაბრუნდეთ? დაახლოებით 6 წლის წინანდელ საქართველოში.

ბავშვობაში მულტ-სერიალს ვუყურებდი,სადაც ერთ-ერთ სერიაში მოლაპარაკე კენგურუები დროის მანქანით მომავალში იმოგზაურებენ.ამის შემდეგ დავიწყე დროის მანქანაზე ოცნება.მომავალი ფერადი წარმომედგინა,სადაც მეგონა,რომ ყველაფერს ფრთები ებმეოდა,თუმცა ახლა მომავლის ნაცვლად ვეცდები წარსულში დაგაბრუნოთ.

მესამე კლასში ვიყავი რუსთავი2-მა სერიალ “Rebelde Way”-ს გაშუქება,რომ დაიწყო.

ნათლად მახსოვს დიდი ამბავი იყო ატეხილი ამ სერიალზე,რადგან სერიალში მრავლად იყო მოზარდების ინტიმური სცენები,სერიალს კი ძირითადად ბავშვები უყურებდნენ და ერის გადასარჩენად ამას რა თქმა უნდა ქართველი მშობლები მკაცრი პროტესტით შეხვდნენ,თუმცა სერიალს ამით რეიტინგი არ დასცემია,არამედ პირიქით – სერიალის რეიტინგმა ერთი-ორად დაიწყო ზრდა.

სერიალში აღწერილი სიტუაციები მართალია ჩვენს რეალობას სრულებით არ წააგავდა,თუმცა წვრილ-წვრილი სერიალის გმირების პრობლემები ძალიან ნაცნობი და ახლო იყო ჩვენთვის.

ჩემს სამეგობროში,სკოლაში,კლასში თუ სანაცნობო წრეში თითქმის ყველანი ვუყურებდით “Rebelde Way”-ს და როცა რომელიმე სერიაში კოცნის სცენა იყო გაშუქებული მეორე დღეს ბავშვები ერთმანეთთან შეხვედრისას ამის შესახებ ჩურჩულით ვსაუბრობდით აღფრთოვანებული გამომეტყვეველებით.

ჩემს სამეგობროში ყველანი ვოცნებობდით ასე ერთ,საერთო სასწავლებელში ცხოვრებაზე.


ახლაც მახსოვს ჩემს სკოლელს მარიკას,მიას,როგორ ამსგავსებდნენ და ისიც ამაყი დაიარებოდა სკოლის დერეფნებში.

სამეგობროში ვცვლიდით სერიალის გმირების პლაკატებს,ვაგროვებდი მათ “ნაკლეიკებს”,კარტებს და ვაკეთებდი მათ დღიურებს.

ამ ყველაფერს კი ჟურნალი “ოსკარი” ასაღებდა(როგორც დედაჩემი ამბობს),რომლის არც-ერთ ნომერს არ ვტოვებდი.დიდი სიამით ველოდი ყოველ ორშაბათ დღეს,რომ საყვარელი გმირების სტიკერები მეყიდა,ჩამებღუჯა ხელში და სახლში ამეტანა.

ზეპირად ვიცოდი ყველა გმირის ბიოგრაფია და როცა სერიალის “საუნდრეკების” “კასეტა” ვიშოვე ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო.

ახლაც მახსოვს რა საამური წუთები მქონდა მაშინ,როცა ბაზრობაზე მივყავდი დედას.
სადგურზე გრძელი განყოფილება გადიოდა,რომლის ბოლოშიც “Rebelde Way”-ს პროდუქტის სექცია იყო,მეც ხარბად ვესეოდი და ვაპარტახებდი იქაურობას,დედა კი ამ დროს საწყალი სახით იხდიდა ფულს,მე კი გახარებულს ერთი სული მქონდა როდის დავბრუნდებოდი სახლში და ნაყიდს ჩემს კოლექციას შევმატებდი.

ამ პერიოდშივე მახსოვს,როგორ ეძებდნენ შეყვარებულებს ჩემი მეგობრები,რომ მათთვის ეკოცნათ,თანაც ტუჩებში! და ეს ერთ ზეიმათ გვექცია.სერიალის სიუჟეტის მიხედვით სკოლაში ცალ-ცალკე დაჯგუფებები ჩდებოდა.

ერთ-ერთი სერიალის “ნაკლეიკებით” გადაჭედილი დღიური მომპარეს და ახლაც მახსოვს ეს როგორ განვიცადე.

ნელ-ნელა ისე შემომეცალა ეს ჩემი კოლექცია ხელიდან,რომ უკან მოხედვაც ვერ მოვასწარი.

ახლა კი ვზივარ,ჩაის შევექცევი და ვუყურებ სერიალის ნაწყვეტებს და ვიხსენებ ტკბილად გატარებულ ბავშვობას.

ვთაგავ nightingalus-ს

Advertisements
9 Comments leave one →
  1. ივნისი 28, 2011 3:00 PM

    ჩემს კლასშიც მსგავსი ამბავი იყო . სკოლის ბანკეტიც ამ სერიალის საუნდტრეკების ფონზე გვქონდა

  2. ივნისი 28, 2011 3:02 PM

    როგორ მიყვარდა ეს სერიალი ^^
    დიდი დრო გასულა :დ

  3. ივნისი 30, 2011 4:06 PM

    ეს პოსტი ისე ჩავიკითხე ვერც კი გავიგე. რაკარგი დრო იყო როგორ მიყვარდა ამათი სიმღერები. მარისაოო თუ რაერქვა იმ მეორე გოგოს? ეგ მიყვარდა ძალიან და პაბლო . :D)))

  4. NinucaElectro permalink
    ივლისი 2, 2011 6:29 PM

    ვგიჟდებოდი ამ სერიალზეც და ჯგუფზეც.. ახლაც მაქვს ლეპტოპში “მეამბოხე სულების” საუნდტრეკები და ხშირად ნოსტალგია რომ მომაწვება ხოლმე ვუსმენ. 🙂 ძალიან მინდა ის დრო დაბრუნდეს, მართლა ძალიან მმაგარი დრო იყო…. ოსკარს მეც ვკითხულობდი დიდი ხნის განმავლლობაში. :დ

  5. სექტემბერი 9, 2011 9:10 AM

    ahahaa me yvelaze metad gogoebis skolis forma momwonda da su veubnebodi dedas eseti minda tko :d mia momwonda kidev xo :d magram is arasodes damaviwydeba klashi yvela ro serial ”lost” s uyurebda da ert ambebshi iyvnen :d xo kidev oskarze vgijdebodi ezoshi velodebodi dedachems ro moetana da ro ar moitanda vechxubebodi xolme :d ahhh bavshvoba …. martlac kargi da sasacilo wutebi iyo :d

  6. მაისი 22, 2013 8:47 PM

    ბავშვობაში ,,ოსკარს” მეც ვაგროვებდი და მასზე მაგარი ჟურნალი დუნიაზე არ მეგულებოდა:)))…ახლა კი,აივანზე ყუთში ლპება:))იმიტომ,რომ,როცა მოვიზარდე,მივხვდი,თუ რამდენი სისულელითა და ტყუილით გვიზიდავდნენ მომეშალა ნერვები და გარეთ ,,გავაგდე” დემონსტრაციულად:)))

  7. სექტემბერი 19, 2013 1:58 PM

    auu maxsoovs magati simgerebi zepirad vicodii…. 😀 da ro damtavrda tirili amityda…. eeh ra magari iyooo….. 🙂

Trackbacks

  1. ბავშვობა « ჰაეროვანი ბლოგი
  2. Summary of summer ball (2011) « რეალითი ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: