Skip to content

მუხლი 171 – მორიგი ალოგიკური კანონი

ივნისი 23, 2011

Facebook-ზე ერთ-ერთ კითხვაზე გამართულ დისკუსიას გადავაწყდი,სადაც ახალი კანონის ვარგისიანობაზე მიმდინარეობდა მსჯელობა – ჯარიმდება საზოგადოებრივ ადგილებში სპირტიანი სასმელების სმა ან საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა.

კითხვა იყო ასეთი – ემხრობოდა თუ არა ხალხი (Fb-ს მომხმარებელი) ამ კანონს.უმრავლესობის ხმა უარყოფით შედეგს აჩვენებდა.

კანონებს არ ვიცნობ ასე ზედმიწევნით,თუმცა,როგორც სკოლის,რიგით მოსწავლეს გამიჩნდა შეკითხვა,თუ რა ლოგიკას ექვემდებარება ეს კანონი.

მივესალმები იმას,რომ თუ მოქალაქე თავს ვერ აკონტროლებს და საზოგადოებრივ ადგილას წესრიგს არღვევს დაჯარიმდეს,მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამ დროს იგი ფხიზელ მდგომარეობაში იქნება თუ არა.ამის თავიდან არიდების მიზნით ალკოჰოლ-მიღებული მშვიდობიანი მოქალაქის თავისუფლება უნდა შეიზღუდოს?უსამართლობაა! და უაზროდ შემუშავებული მიზანი,რომლის მსგავსი “მიზნებიც” საქართველოს თანამედროვეობაში ჭარბობს ფრიად.:)

აჯარიმებთ იმას,ვინც შესაძლოა დაარღვიოს წესრიგი და ესეც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი წესრიგის დამრღვევის მაგალითზე?! What the Fuck?

ელემენტარულ მაგალითზე,რომ ვიმსჯელოთ მეგობართან,რომ დავლიო შინ ვეღარ უნდა დავბრუნდე?თუ იქვე ველოდო გამოფხიზლებას?

პარკში,ღია ცის ქვეშა კონცერტზე,მეგობართან – ვეღარ დავლიო,იმის შიშით რომ ჯარიმას ავიკიდებ?!

ერთ-ერთი Fb-ს მომხმარებელი იმასაც წერდა,რომ ემხრობოდა ე.წ “ძველი ბიჭების” დაჯარიმებას,რომლებიც მთვრალ მდგომარეობაში თავს ვერ აკონტროლებენ.ასე კატეგორიებად გადარჩევა თავის-თავად არაა მართებული,თუმცა დღეს-დღეობით “ძველი ბიჭების” კატეგორია მართლაც არსებობს,რომლებიც ალკოჰოლის მიღების შემდეგ თავს ვეღარ აღარ აკონტროლებენ,მათგან თავის დაზღვევა არ ნიშნავს მასშტაბური კანონის დანერგვას და მშვიდობიანი მოქალაქის უფლების შეზღუდვას.ისინი ხომ მშვიდობიან ალკოჰოლ-მიღებულთა ფონზე 50%-იც არ არიან!სამართალდამცავების მხრიდან სხვა რაიმე ხერხის მომართვა უფრო სარგებლიანი იქნებოდა.

სიტუაციის მცირე ალოგიკური მინუსიდან გამომდინარე,საჯაროდ უმკაცრესი დამსჯელი ზომების გატარება არაა ლოგიკური!არა!

ისე კი ჩემი აზრით,ისევ იმ “ძველი ბიჭების” შემავალ კატეგორიაში არსებულ პირებს არ დაეკისრებათ ჯარიმები.

Advertisements
One Comment leave one →
  1. ივნისი 24, 2011 9:21 PM

    გეთანხმები ყველაფერში. მომეწონა პოსტი !

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: