Skip to content

“დეჟა ვუ”

ივნისი 10, 2011

The End of the World Fanclub

80-ანებში მინდა…

მერლინ მონროს ვუამბობდი,რომ ოდესმე მას უამრავი ადამიანი სილამაზის ფორმულად შერაცხავდა,ვეტყოდი იმასაც,რომ იაფფასიანი კახპაა,და ოდესმე ვინმე მას ტრაგიზმის დედოფალს უწოდებდა და ოდესმე მასზე ვინმე ცრემლებს ამოყრიდა…მაგრამ მე მაინც ერთს ვფიქრობ “ვერ გახდები კარგი თუ არ ხარ ცუდი,” და შენ უბრალოდ ვერ მოასწარი ეს…

ბევრს დავლევდი.ბაბუაჩემივით სასტუმროში ავყრიდი ქერა ნაშებს.მეც კარგი ვიქნებოდი,წელს ქვემოთ გადმომსკდარი ვენებით,დაბოლილი მზერითა და გადალურჯებული თითებით.

შაბათობით ლიმონს გადავყლაპავდი,კანიანად.ეს იმიტომ რომ,მასზე კონცენტრაცია გადამეტანა და არ განმეცადა ვენების ტკივილი.არ დამენანანებოდა არც ერთი წამი არც ერთი მოძრაობისათვის.

კვირაობით ავიწონებოდი და შუბლზე ასულ თვალებზე ლენონებს დავიკოპსებდი,შემდეგ ჩვეულად, მისაღები ოთახის უშველებელ სარკესთან გაშიშვლებული დავიწყებდი ჩემი სხეულის ყველა წერტილის თვალიერებას და გამოწვეული ემოციებით,”დეჟა ვუ”-თი დავტკბებოდი.

მარიხუანაში ცას და მიწას გავცვლიდი,თუ ვინმე გამიცვლიდა,ან ვიქნებოდი ბარიგა და კობეინს ღამის საათებში მივეკრობოდი გახურებულ მკერდზე და ჩავტენიდი მარიხუანის ფოთლებს,ვეტყოდი,რომ ძალიან გვჭირდება და ვეტყოდი,რომ არ ღირდა არაფერი ჩვენს დასატოვებლად.

ჯიბესქელი მეპატრონისაგან ბინას ვიქირავებდი და იქაურობას ნაგვის საყრელად ვაქცევდი,მაგრამ ეს არ იქნებოდა ჩემი შურისძიება!

მე ბედნიერი ვიქნებოდი,კმაყოფილებით აღსავსე,ტვინის ნაადრევად დაქვეითებული უჯრედებით,ამიტომაც ვიქნებოდი თავის უფალი და არა უფალი თავისა.

არავინ დამისვამდა კითხვას და არაფერს არასდროს დავამტკიცებდი.მე ბნელი კუნელიდან,ვირთხების სამყოფელიდან

თვალს ვადევნებდი მათ,მხატვრებს,მთელი ცხოვრება,როგორ ატარებენ დროს უაზრო ყბედობაში და ამით საკუთარ ფერებს ერთმანეთის იდენტურს ხდიან.

მიტოვებული სოფლის კვარტლებში გადავბარგდებოდი.დროისგან მიტოვებულ ფერდობებზე გავატარებდი წლებს და დანახშირებულ ქოხში ვიცხოვრებდი.ჩემი ვახშამი,სამი თავი ქორფა ნიორი,ორი ხმელა პურის ნატეხი და ერთი ბოთლი არაყი იქნებოდა.არაყს ის მოიტანდა,ვინც ოდესღაც ოკეანე მოიტანა.

80 წელს მიტანებული დეკემბრის შუა რიცხვებში,სიცივისგან აკანკალებული ჭაღარა თმას გადავიპარსავდი,გადავიპარსავდი იმიტომ რომ,სიცივეს კიდევ უფრო ავეტანე და ბუნების გრძნობებით მეცხოვრა.

გაჭვარტლულ ოთახში ჩავმუხლავდი და წებოს ყნოსვისგან გავიპარებოდი.ჩავიძირებოდი ლურჯ ოკეანეში,ფერადი თევზებითა და კოკაინით სავსეში,ტალღების მშვიდ რახა-რუხში გავიპარებოდი…მომინდებოდა კვლავ კურტი,მისი ქერა ხვეული თმა,მსგავსი ოღრო-ჩოღრო გზებისა.

სულს ამოვღაფავდი.მერე, სრულიად ჩვეულად, ვიღაც ჩემს სულს წამის მეათმედში დაიჭერდა და აღმოცენდებოდა ახალი ნატურა.

ის ჩემი სულის მეპატრონე გახდებოდა,მე კი მისი მეთაური…

მე მისი ჭაობი ვიქნებოდი,ის კი ჩემზე მომარჯვებული ხავსი.

Advertisements
One Comment leave one →
  1. სექტემბერი 11, 2011 10:44 PM

    ❤ kurts mokitxva

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: