Skip to content

Scheiße

ივნისი 1, 2011

იმედგაცრუებული ვარ! 

მომავალ კვირას ტესტირებები იწყება სკოლაში,თუ ვერ დავწერ კარგად შემდეგ კლასში ვერ გადავალ.

სწავლიდან,რომ ხელი ავიღე,ალერგიის ბრალია-მეთქი თავს ვიმშვიდებ.ჰო,მგონი მართლაც ასეა.უმეტეს წილად მუსიკას ვუსმენ,თან ელექტროს ან მძიმე მეტალს,წამალივით მშველის.

არავის დანახვა არ მინდა! დედაჩემიც ყელში ამომივიდა,რომელიც ბევრს აკეთებდა ჩემთვის,მეგობრებიც,რომლებიც ყოველ ჯერზე ჩემგან ღიმილს და სარგებელს მოელიან.მივეჯაჭვე არსებულ სიტუაციას და მსურს,რომ ამოვძვრე ამ ჭაობიდან,მაგრამ სტაბილურობა ჩვეულად მაბავს ადგილზე.

რამოდენიმე დღის წინათ წყნეთში ანას რამოდენიმე მეგობარი ავიდა და ამიყოლიეს.ავტობუსში ფანჯრის ქვევით,კუთხეში მივიყუჟე,მუსიკას ვუსმენდი,თვალებ-დასიებული,დამპალი ვაშლივით გადახურებული,ღაპა-ღუპით ცრემლები მცვიოდა.იქ ჩასვლისთანავე მეგობრებთან ჩემი ნერვოზული ქმედებები გამოვავლინე,ჩემი ყველაზე ცუდი და რეალური სახე.ეს სახე არავის მოსწონს,ან არავის მოვწონვარ.ასეთი იყო ჩემი უკანასკნელი ვიზიტი წყნეთში!

გასულ კვირას “ჩვენი ექსპრესის” შესარჩევ კასტინგში მივიღე მონაწილეობა და ვერ გადავლახე პირველი ტური.მერვე-მეცხრე კლასელთათვის ერთი კატეგორიის ტესტი იყო განკუთვნილი.მე კი მერვეში ვარ და ქიმიიდან,როდესაც ამოვარდა კითხვები რა თქმა უნდა ვერ გავეცი პასუხი,ამასთან რუსული არ ვიცი კარგად და ამას რატომღაც ვერ ვპატიობ ჩემ თავს,თუნდაც იმიტომ რომ,ანა,ჩემხელა როცა იყო კარგად ფლობდა რუსულ ენას სალაპარაკოდ.ამის გამოც დამეტყო იმედგაცრუება საკუთარი თავისა.

ამ ყველაფერთან ერთად არ ვიცი რა მჭირს,საშინელი ნოსტალგია შემომაწვა და ძველი ფოტოების თვალიერებით ვიჯერებ ხოლმე გულს.ამასთან ერთად ძალიან გრძელ სიზმრებს ვხედავ და მეტიც!დეტალებში მამახსოვრდება.

დღიურის გაკეთება გადავწყვიტე და მივხვდი,რომ ბლოგს დიდ ყურადღებას არ ვუთმობ,ყოველ-დღიურობის აღწერისაგან თავს ვიკავებ,ასე რომ,დღეიდან ვეცდები გამოვასწორო.

საშინლად ჩამოცხა.ივნისი დადგა.დაბადების დღე მომიახლოვდა,7-ში მაქვს.
არ დამიგეგმავს სად და როგორ გავატარებ ,არადა გასულ წლებში ამისთვის სამზადისს რამის ერთი თვით ადრე ვიწყებდი.ახლა არც იმდენად მაინტერესებს ეს საკითხი და ყოვლად უმნიშვნელოც გახდა.ჩემი სტიქია დავკარგე,ზუსტად ისე ვარ,როგორიც შემშვენის ჩემი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ მყოფს – გაორებული.მეშინია ყველაზე მეტად იმის,რომ საკუთარი ფიქრებისა და გამოცდილებების ნანგრევებში არ მოვყვე.

ჯანდაბა რა,ღამე ვერ ვიძინებ…ახლაც ღამის ოთხი საათია დაწყებული.ძაღლების ყმუილმა ‘თავი ამხადა’.

ყველაზე მეტად იმიტომ ვარ იმედგაცრუებული,რომ წინა წელს ამგვარი ღამეები უამრავი გამიტარებია – იგივე ფიქრებში გართული,იგივე ემოციებით,იგივე სახლში და საერთოდაც იგივე გარემოში.

ყველაფრის მობეზრება უკიდურესობაა,ყველაფერს წინ უდგება და უკან ხევს,მათ შორის მეც.

Advertisements
8 Comments leave one →
  1. HappyGuy permalink
    ივნისი 5, 2011 12:15 PM

    ადამიანი იმას იღებს რასაც იმსახურებს,ტავისი ცხოვრებიდან გამომდინარე.

  2. tatkii permalink
    ივნისი 9, 2011 10:40 PM

    ალბათ გაგაღიზიანებს სიტყვები, ასაკია ეგეთი და გადაგივლის.. ჩემზე გადარეული და ამავ დროს გასაქანის არმქონე , არ მეგონა ქვეყნად არვინ.. ყველაზე მეტად მაღიზიანებდა ფაქტი, რომ დედას ჩემი საერთოდ არ ესმოდა.. მაგრამ არასოდეს თქვა დედაზე ყელში ამომივიდაო.. 2 წელია დედა გავხდი და რომ იცოდე რამდენ რამეს შევცხლიდი დედასთან მიმართებაში, დრო რომ დამაბრუნებინა უკან.. ასაკთან ერთად მიხვდები ყველაფერს.. პირველ რიგში ისწავლე დაფასება ყოველივესი, რაც შენს ირგვლივაა.. და მიხვდები, თურმე ცხოვრება კარგია, როცა ირგვლივ სიმყუდროვეა. ..

    • ივნისი 9, 2011 11:26 PM

      როგორი გულწრფელი და თბილი კომენტარია. ❤
      დიდი მადლობა რჩევისათვის. ❤
      ისე,შორიდან ყველაფერი შეიძლება სხვანაირად ჩანს..

  3. ივნისი 21, 2011 11:40 PM

    ნერვოზი გაქვს შენ ო_O 
    ჩემსავით ^_^

  4. ივნისი 7, 2013 4:28 PM

    au ver gavige rodis gaq dab dge 😦 me qevsshi megona gushin mogiloce 😀 ravi mashin dges gilocav :* ♥

Trackbacks

  1. Sweet 14 « რეალითი ბლოგი
  2. Summary of summer ball (2011) « რეალითი ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: