Skip to content

საუკეთესო მეგობრები არ არსებობენ!

მაისი 13, 2011

ეს დღეები ისეთი ამინდებია ასე მგონია ზამთარი დაბრუნდა-მეთქი.მაისი გაზაფხულის თვედ მგონი ფორმალურად ჩათვალეს თავის დროზე. o_O

ალერგია მაქვს.ანალიზებმა აჩვენა,რომ ალერგიული ვარ ყველა ყვავილზე,ძაღლის ბეწვზე,ცაცხვის ხეზე,შოკოლადზე,მარწყვზე,მზეზე – გაზაფხულზე! ამიტომაც ვზივარ თვალებ ჩასიებული,ცხვირსახოცების კორიანტელში და გარეთ ფეხს არ ვდგამ.

ასე უდარდელად ცხელ ჩაისთან ერთად მალინის მურაბით მომარაგებული მთელ საღამოს ჟურნალების ფურცლვაში ვატარებ.

მთელი დღეა ვფიქრობ…არ არსებობს საუკეთესო მეგობარი,როგორც ჩვენი სულის ნაწილი,ის ჩვენი გაზიარებული ინფორმაციის წყაროა.შენ ვერასდროს იქნები გულწრფელი,საკუთარ თავთანაც კი,ამიტომაც დავწერე “ინფორმაციის წყარო”.მას ვეჩვევით და როგორც ჩვენი წარმოჩენილი მხარეების – უმრავლეს შემთხვევაში ჩვენთვის სასარგებლოდ გამოხატულ მხარეებთან კარგად ვგრძნობთ თავს.კითხვებს ვსვავთ,პასუხებს ვითხოვთ – თავს ვიტყუებთ.

ნგრევა ურთიერთობაში

მარტო იქიდან,რომ დავიწყოთ მეგობარ გოგოებს შორის ნებისმიერ ახლად გამოჩენილ ბიჭს შეუძლია გაანადგუროს მათი ურთიერთობა.ეს იმდენად ნათელი მაგალითია ყველაფრისა,რომ არ შეიძლება იქ არსებობდეს “გაერთიანებული სულიერება”,აქვეა პასუხი – ყველას თავისი ცხოვრება აქვს,ეს კი “საუკეთესო მეგობრის პრაქტიკას” ხაზს უსვამს.

უწინდელი ურთიერთობის ახლად აღდგენას თუ ეცდები,ახალ აღდგენილზე ნდობას ვერ აღადგენ,ნდობა ერთხელ თუ გაწყდა,როგორც არ უნდა შეეცადო მას სათანადოდ ვეღარ აღადგენ,უბრალოდ ეჭვები დაგღრღნის ყოველ ნაბიჯზე – ეს კი “საუკეთესო მეგობრის წარმოდგენას” ამსხვრევს საბოლოოდ.

თავდაპირველად ყველაფერი ნორმაზეა,თუმცა დროის განმავლობაში ყველაფერი იცვლება.დრო კი მთავარი ფაქტორია საბოლოო შედეგის გამოსატანად.

კონკრეტულ შემთხვევაში საუკეთესო მეგობრები რა თქმა უნდა გვეხმარებიან და ზეგავლენას ახდენენ ჩვენზე,აი მაშინ გგვგონია,რომ ყველაფერი მარადიულია,თუმცა ვცდებით.არადა კონკრეტული სიტუაციიდან დასკვნის გამოტანა არაფერს შველის დროს,დროს,რომელიც ურთიერთობას განაგებს.ჩვენი მეგობრები ჩვენი წარსულის სასიამოვნო მოგონებების ალბომში იბეჭდებიან.

არაფერია ორ ადამიანს შორის მარადიული – პირვალნდელი გრძნობასავით სავსე.

რამდენი და როგორი საუკეთესო მეგობარიც არ უნდა გყავდეს შენ მაინც ყოველთვის მარტო ხარ.

Advertisements
24 Comments leave one →
  1. მაისი 13, 2011 7:29 PM

    არ გეთანხმები. არსებობენ საუკეთესო მეგობრები, უბრალოდ ძალიან იშვიათად. მე და ჩემს მეგობარს დარწმუნებული ვარ ვერანაირი ბიჭი ვერ დაგვაშორებს 🙂 ))

    • მაისი 13, 2011 7:31 PM

      მოდი,როცა გამოჩნდება “ის ბიჭი” მერე ვილაპარაკოთ 🙂

      • მაისი 13, 2011 7:34 PM

        იცი რა… გამოჩენილი შეიძლება არ იყო მაგრამ იმდენი რამ მომხდარა თუნდაც ბიჭი როა შუაში რომ ააა რავი..

  2. მაისი 13, 2011 7:32 PM

    და არც მარტო ვარ. i feel it. რა იქნება წლების მერე არ ვიცი მაგრამ ეხლა ხომ მყავს, ხომ ნამდვილის 🙂 შეიძლება მარადიოული არაა მაგრამ it doesnn’t meen that she’s not real

    • მაისი 13, 2011 7:33 PM

      როცა დაკარგავ მაშინ მიხვდები,რომ მარტო ხარ 🙂

      • მაისი 13, 2011 7:35 PM

        მერე სხვა იქნება კიდე

  3. მაისი 13, 2011 7:34 PM

    მე მყავს საუკეთესო მეგობარი, რომელიც ჩემი სულის ნაწილია. ზუსტად ნაწილი და არა გაზიარებული ინფორმაცია.. 4 წელია მარტო არ ვყოფილვარ. 🙂 და ვიცი, არც მერე ვიქნები.

    • მაისი 13, 2011 7:36 PM

      “არადა კონკრეტული სიტუაციიდან დასკვნის გამოტანა არაფერს შველის დროს,დროს,რომელიც ურთიერთობას განაგებს.”

  4. მაისი 13, 2011 7:36 PM

    მოდი ასე გეტყვი, გაიზრდები და სხვანაირად შეაფასებ ამ ყველაფერს 🙂

  5. მაისი 13, 2011 7:39 PM

    ხო ისე. 13 წლის ასაკში მეც მეგონა, რომ მაინც მარტო ვიყავი.. 16 წლის ასაკში მეგონა, რომ საერთოდ მარტო ვიყავი დედამიწის ზურგზე.. და მერე გავიცანი ანი. იმის მერე მარტო ერთი წუთიც არ ვყოფილვარ. არ არსებობს არაფერი რაც ჩემზე არ იცის..

  6. Broken permalink
    მაისი 14, 2011 8:06 PM

    აშკარად ვიღაცამ გული გატკინა და ცდილობ სხვებს შეუტიო 😦
    ეს ყველაფერი კი გულნატკენი ადამიანის სულიდან ამოსროლილ სიტყვებთა გროვას გავს

  7. მაისი 16, 2011 5:36 PM

    ყველა ადამიანი ეძებს მონათესავე სულს. ზოგი ცდილობს მისი ნაკლებობა ფულით და გარყვნილებით შეიცვალოს, ზოგი ნირვანაში წასვლით, ზოგიც დიდხნიანი ფიქრით და ა.შ.
    გეთანხმები, რამდენი ადამიანიც არ უნდა გყავდეს გვერდით, მუდამ მარტო იქნები. მაგრამ.. რატომღაც… მჯერა, რომ მილიარდობით ადამიანია დედამიწაზე და შეუძლებელია არ იპოვო ის, ვინც შენს სამყაროში უთქმელად შეძლებს დამკვიდრებას. (http://ninitoooo.wordpress.com/2011/04/03/ჩემი-ნამდვილი-მეგობარი/ – ეს თუ არ შეგეზარა: )
    ნამდვილი მეგობარი თუ იპოვე, ალბათ ცხოვრებაც მეტად გამარტივდება და გაფერადდება კიდეც.
    ,,არაფერია ორ ადამიანს შორის მარადიული – პირვალნდელი გრძნობასავით კაშკაშა.” – შემდეგ ურთიერთობები სხვა სტადიაზე, საფეხურზე გადადის, რომელიც პირველზე ნაკლებად საინტერესო არ უნდა იყოს: )

  8. valentinka permalink
    მაისი 28, 2011 3:50 PM

    წავიკითხე შენი პოსტი…
    რატომღაც მგონია რომ მეგობარმა გაწყენინა და გულიც აგიცრუვდა მეგობრობაზე…. :((
    საერთოდ საკმაოდ რეალური მოსაზრებაა რომ საუკეთესო მეგობრები არ არსებობენ მაგრამ ხომ არის საკმაოდ ბევრი შემთხვევა როდესაც მეგობრები სიკვდილამდე ერთად არიან …

  9. tatkii permalink
    ივნისი 11, 2011 10:14 PM

    საუკეთესო მეგობრე არსებობენ, მაგრამ როგორც ყველაფერი ამქვეყნად, ისინიც წარმავლები არიან..

  10. ივნისი 24, 2011 10:04 AM

    სადღაც გეთანმხები სადღაც არა : )) მეც ასე დავნეული დავდივარ : ))
    ბლოგროლში ჩაგამატე .. ^^ კარგი ხაარ!!! : ))

  11. ივნისი 30, 2011 4:46 PM

    მართლა არ არსებობენ ასეთები…. რა ცუდია, ყოველი ამისი გაფიქრებისას გულიი რაღაცნაირად მტკივა..))))))))))))

  12. თებერვალი 3, 2012 4:42 PM

    zogjer megobari ise mogeqceva rasac mteric ki ar gagiketebs…. megobrebi ki ara is kidee,,, chven gvgonia rom kargi adamianebi arian,,, magram es ese araaa… bevri megobari ggalatobs, shen kidev ggonia rom sheni ertguliaa… me mkonia shemtxveva roca yoveltvis ertad viyavit,, da mere roca agar vchirdebodi arc yuradgebas maqcevda… idiotebi arian..

  13. მაისი 5, 2012 6:24 PM

    რამდენი და როგორი საუკეთესო მეგობარიც არ უნდა გყავდეს შენ მაინც ყოველთვის მარტო ხარ. 100 % სულ ამ ფრაზას ვიმეორებ. ეგრეა რა. არ არსებობს მეგობრობა. ყველა მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს.

  14. Magda permalink
    აპრილი 20, 2013 1:47 PM

    აი მართლა არ არსებობს ეს საუკეთესო მეგობარი, გეთანხმები… გაუფასურებულია ყველაფერი. ეხლა ის არი საუკეთესო მეგობარი ვისთანაც იჭორავებ , ბიჭებზე ილაპარაკებ , ფილმს უყურებთ ერთად და ბოლოს მართლა გასაჭირში რო იქნები დაგტოვებს. ;))) “მარტოები ვიბადებით და მარტოები ვკვდებით, დანარჩენი ყველაფერი ილუზიაა”

  15. მაისი 11, 2013 9:31 AM

    მე მყავდა დაქალი, რომელიც ჩემი ცხოვრების ნაწილი მეგონა და სულ ერთად ვიყავით… მაგრამ მოხდა ისე რომ ერთმანეთს დავშორდით. მერე მივხვდით ყველაფერს, დიდი ხნის მერე ისევ ვცდილობდით ისეთი დაქალები ვყოფილიყავით ძალიან გვინდოდა, მაგრამ არ გამოდიოდა მართალია ”უწინდელი ურთიერთობის ახლად აღდგენას თუ ეცდები,ახალ აღდგენილზე ნდობას ვერ აღადგენ,ნდობა ერთხელ თუ გაწყდა,როგორც არ უნდა შეეცადო მას სათანადოდ ვეღარ აღადგენ ”
    დღეს ჩვენ ერთად არ ვართ.. და მიუხედავად იმისა რომ მყავს ბავშვობის დაქალი და ბევრი მეგობარი, მაინც მგონია რომ ყოცელთვის მარტო ვარ…

  16. mako permalink
    ივნისი 11, 2013 1:56 PM

    ar arsebobs saukeTesomegobari..)

  17. qeti-tati permalink
    ოქტომბერი 5, 2014 6:05 PM

    ნამდვილი მეგობრები ნამდვილად არ არსებობენ, მეგობრობა არის დროებითი ადამიანური თანამშრომლობა რომელიც სკოლის ან ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მთავრდება, თუმცა ხალხი მაინც საჭიროა, ჭირია, ლხინია ახლობლები, შენიანები გჭირდება. შეიძლება ბავშვობაში ბევრი ამხანაგი გყავდეს , მაგრამ ბოლოს მაინც ორი ან ერთი დაგრჩება, მარადიული არაფერია, ყველაფერი წარმავალია, მათ შორის საუკეთესო მეგობრებიც.

Trackbacks

  1. Summary of summer ball (2011) « რეალითი ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: