Skip to content

Piano

აპრილი 29, 2011

ჩემი პირველი სანოტო რვეული ❤

Fuck yeah! ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში.

ფორტე პიანოს დაკვრის შესწავლა დავიწყე.მიუხადავად იმისა,რომ,როგორც წესი ამისთვის ღრმა ბავშვობიდან ემზადებიან ხოლმე,მე ეს ვერ მოვახერხე თავის დროზე,დედა მუშაობდა გვიანობამდე და უბრალოდ ამის შანსი არ არსებობდა,რომ მოესწრო ჩემი მუსიკალურ სასწავლებელში ტარება.

ახლა კი მე მაქვს უხვად დახუნძლული კვირის გრაფიკი,თუმცაღა მოვახერხე ყველაფრის ერთმანეთთან შეთავსება.ამის გამო მუდმივად გადარბენა მიწევს,თუმცა არაფერია,შევეჩვევი ❤

‘ათ-წლედში’ შესვლა რომ ვცადე,ყველაფრის ახლიდან დასაწყებად ასაკით უფროსი გამოვდექი,anyway “სჯობს გვიან ვიდრე არასდროს” და ‘არასდროს’ კი რეალურად ძალიან გაიწელა და უფრო და უფრო იწელებოდა.

დედაჩემის დაქალი,ანა ამეცადინებს ბავშვებს,თავისივე ოჯახში.ანა გასულ თვეს გვესტუმრა და როცა გაიგო,რომ მუსიკალური ვარ თავიდან ბოლომდე თვითონვე შემომთავაზა მასთან დამეწყო რეგულარულად სიარული და შემესწავლა დაკვრა.

ორი თვე სულმოუთქმელად ველოდი პირველ გაკვეთილს,უკვე წარმოდგენილი მქონდა გაპრიალებულ კლავიშებზე როგორ იწელებოდა სიგრძეში ჩემი თითები. ❤

ჩემი საყვარელი ნაწარმოები,ვოცნებობ შევძლო ოდესმე ამის დაკვრა:

ფორტე პიანოს მასწავლებელს ანა ჰქვია – ტანით მაღალი ქალია,რუსული გარეგნობა და გრძელი წაწვეტებული ფორმის თითები აქვს,საინტერესოდ მოსაუბრე ქალია,საუბრისას მძაფრად გამოთქვამს სიტყვებს და თითქმის ყოველთვის ხელის მტევნებს იფშვნეტს.ანა გათხოვილია და ორი შვილი ჰყავს – გოგო უნივერსიტეტში სწავლობს და ბიჭი ჩემზე ორი წლით უფროსია.ამათ გარდა ოჯახში მისი და და ორი დის შვილი ცხოვრობს.მოკლედ ერთი დიდი ოჯახია.

გაკვეთილის მეორე დღე იყო საშინელი,მივდიოდი გზაში და არც კი ვიცოდი, როგორ მივსალმებოდი ყველას,თანაც პირველ დღეს ზედმეტადაც კი დავიბენი,აი ისე  ყველაფერი ‘ამის’ შემდეგ საკუთარი თავის,რომ გრცხვენია ხოლმე.მეორე დღეს იმდენად ვნერვიულობდი მისალმებაზე ვვარჯიშობდი მთელი გზა.:D

ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობს,ალღო კარგად ავუღე დაკვრის შესწავლას,რაც მთავარია ნებისმიერ ხელობაში,მთავარია გიყვარდეს ის რასაც აკეთებ.

მომწონს ნოტები,ნოტების ჟღერადობის თვლები,თითების წელვაც მომწონს,დაკვრა არასდროს მომბეზრდება. ❤

Advertisements
5 Comments leave one →
  1. Tornike permalink
    მაისი 1, 2011 12:45 AM

    ძალიან მაგარი რამეა. მე პირიქით, ბავშვობაში ვსწავლობდი და საერთოდ აღარ მახსოვს. უნდა გავიხსენო აუცილებლად.

  2. valentinka permalink
    მაისი 1, 2011 1:45 PM

    აუ რა მაგარია მეც მინდა დაკვრა ვისწავლო ცოტა მაინც, მაგრამ იმდენ რაღაცაზე დავდივარ რომ ფიზიკურად ვერ ვასწრებ… :(((
    ur lucky boy :)))

  3. მაისი 2, 2011 1:01 PM

    rogor minda risi yvelafris dakvra shemezlos risic momindeba

  4. ივნისი 7, 2013 11:42 AM

    auf 5 weli davdiodi mara mainc davanebe tavi 🙂 ubralod ar momwonda da rac ar momwons imas verasdros gavaketeb 😀 ise ravi dzaan rom miyvraxar eg ici 😀 magaric rom xar egec orivem vicit da rom unda dado kidev eg yvelam icis :* ♥

Trackbacks

  1. Summary of summer ball (2011) « რეალითი ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: