Skip to content

გამაშიშვლე

იანვარი 16, 2011
tags:

When You write text and delete it AGAIN and AGAIN #LOVE

ოთახში სარკმლიდან ფარდის,გახუნებულ ნასვრეტებს საღამოს სუსტი შუქი ხვრეტდა,შემოდიოდა სინათლე და კედლებზე გასრესილ მტვერს ეთამაშებოდა,საწოლზე ვისხდით და გათიშულნი ამ შუქს შევცქეროდით,უცებ იგი მობრუნდა ჩემსკენ,ვიგრძენი ცარიელი ოთახის იდილია,როგორ დააფრთხო რამოდენიმე წამიანმა გაუხეშებული ზეწრის ხრაშა-ხრუშმა,რომლის ხმაც ძალზედ გაწელილი მომეჩვენა.

შემობრუნდა ჩემკენ,ზემოდან დამიწყო თვალებში ყურება,მეც ვუყურებდი შიგ თვალებში და მეტს ვგრძნობდი…

არ მეშინოდა მასთან…არ მეშინოდა მისი გრძნობების,მისი სიყვარულისთვის მზად ვიყავი…

მისი თითები,რომლებიც გაუხეშებული მეჩვენა ჩამომიცურა ტუჩებისკენ,მოუსვა ხელი თითქოს რაღაცას სინჯავსო,ამოწმებსო.დახუჭა თვალები.სიმინდის ტაროსავით ათლილ ყელს მოუახლოვდა,სუნთქვა შეიკრა და ნაზად მკერდთან ჩამომისრიალა თითები,სათუთად დამეყრდნო გულ-მკერდზე,მისი თითების თამაში კიდევ უფრო მიწვევდა და აჩქარებდა გულის ფეთქვას,გრილი ჰაერი ტანში შიგნიდან მცრიდა,თავიდან ბოლომდე დამდიოდა და ჟრუანტელს მახვევდა,იგი კი ამ ჰაერით იჭერდა თითქოს სიამოვნებაში გაჭრისთვის მომზადებულ მომენტებს.

არ იკმარა…

ხელები ფრთებივით გაშალა,თავიდან ბოლომდე ჩემ აბობოქრებულ სხეულს მოეწეპა და უკონტროლოდ ქვედა ტუჩით ჩასრიალდა ჩემს კანზე,ზურგიდან ფეხებამდე ფრჩხილებით ჩამკაწრა და ყოველ მონაკვეთზე განსაკუთრებული ბუნებრივი მონახაზი დატოვა ჩემში…ყველანაირად გამხსნა,ჩემი სული მის სულს ეპოტინებოდა და როგორც მოყუდებულ წყლის მეტ დოზას ისე ვითხოვდი გაგრძელებას,არ მინდოდა შეჩერებულიყო ეს ძრწოლა მისდამი.სხეულის ყველა კუნთი თითქოს მოვადუნე და მხოლოდ მას მივენდე.ყველა ჩემი საიდუმლო გავანდე,უცნაურია და ამ რამოდენიმე წამის მონაკვეთში მან შეძლო ჩემი დამორჩილება…

მკოცნიდა,ჩემი ბაგეები თავისით აკეთებდნენ მოძრაობას,არ ვფიქრობდი…

მან თავის უკიდეგანო ფანტაზიებში ჩამითრია და წამიღო…

თვალების დახუჭვის დროს მისი თვალები მახსენდება,შიგ ჩემი ჩრდილი რომ ჩამდგარიყო და ძარღვები მეჭიმება…

თითები მოძრაობენ ჰაერში და მას ვეღარ ეხებიან…

Advertisements
3 Comments leave one →
  1. მარიონეტი permalink
    იანვარი 16, 2011 1:49 PM

    და ვინ იყო ის?

  2. ივნისი 29, 2011 9:08 PM

    არავინ არ იყო

  3. ივნისი 7, 2013 11:50 AM

    vaime rogor chsmitria :* dzalian magaria ♥♥♥♥

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: