Skip to content

შემომეზამთრა

იანვარი 11, 2011

გუშინ საღამოს ჩვეულად სიბნელეში მოღუშული მყუდროდ ვიჯექი სავარძელში და უმიზნოდ ვათვალიერებდი Tumblr-ზე ფოტოებს.

ჩაის ასადუღებლად ამდგარმა ფანჯარაში მოვკარი თვალი გადათეთრებულ სტადიონს,თოვდა.

პატარა ბავშვივით ხტუნაობა დავიწყე ^_^

მეორე დილით ადრიანად გადავიხედე ეზოში,ღრმად შევისუნთქე,ზამთრის სუნი შემომაწვა.ოხშივარში ვიდექი და მაგრად ვიფშვნეტდი თვალებს,თან სიცივისგან ტანში ჟრუანტელს მაყრიდა რკინასავით ცივი.სულ გადაეტეპენტა თოვლს ეზო და მხოლოდ ბორბლების კვალი გადიოდა.

სწრაფად დავკეტე ფანჯარა და ლოგინში შევწექი,მაგრად ჩავთბი და კმაყოფილი ხელებს ვიფშვენტდი.

საღამოს ვაკის პარკში გავისეირნე და სეირნობისას ვიგრძენი,როგორ შემომაღამდა აი ისე, ზამთარში,რომ იცის ხოლმე ნისლიანად.

ლაპიონები ანათებდა რგვლივ, ვუყურებდი ბედიერ ხალხს, შეყვარებული წყვილების გაბარულ თვალებს, რომელშც ყველაზე უკეთ ჩამდგარიყო ლამპიონების შუქი,ვუყურებდი ბაბუა,როგორ ასწავლიდა შვილიშვილს ქურთუკის შეკვრას,ცას ვუყურებდი და სვანაირი მეჩვენებოდა იმასაც დაუზამთრდათქო და თითქოს მოღუშულიყო.

ავტობუსის ლოდინში გავიყინე და იცით რას მივხვდი?! მომენატრა მგვარი სიცივე და ჟრუანტელი ტანში,თითქოს ნისლისგან დაჩრდილული შუქების ყუებაც მომნატრებია,ძველი მოგონებები გამახსენდა უნებურად..

ბუშტით ხელში მამასთან ერთად მდგარი ათას კითხვას,რომ ვაყრიდი: “რატომ?!”

ავტობუსის დაორთქლილ მინაზე რამდენს გიყვარდათ ალბად ბავშვობაში თითებით წერა,მეც ასე ვიჯექი უამრავ ხალხში რომელთა ფიქრებიც და ემოციებიც თითქოს შავ ქურთუკებს შეესრუტათ,დაორთქლილ ფანჯარაზე ვარსკვლავებს ვხატავდი და სულაც არ მაკვირვებდა ამგვარი ხალხი…

შემომეზამთრა…

Advertisements
4 Comments leave one →
  1. იანვარი 13, 2011 3:23 PM

    სად პოულობთ ამ თოვლს ;/

  2. იანვარი 17, 2011 9:01 PM

    ნიკა ნიკა ნიკა ნიკაა ❤
    ძალიან კარგი პოსტია.. ❤
    მმმ ❤

  3. მაისი 4, 2013 2:44 PM

    ძალიან თბილი პოსტია, ვკითხულობ და თითქოს ისევ ზამთარი დადგა. უნიჭიერესი ხარ და ძალიან ინდივიდულაური<3<3 დღეიდან შენი ბლოგის მუდმივი მკითხველი ვარ:)

  4. ივნისი 7, 2013 11:56 AM

    dedaaa rogor miyvarxar ♥♥♥ dzalian magaria!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: