Skip to content

/

მაისი 26, 2017

სხივებ_მოპარულ, გამორჩეულად ბნელ ღამეს, შინისკენ, მეგობარ გზებზე დაბრუნებულს, არაფრისმთქმელი სუნამოს სუნის ამარას, ათას ლეშ-მოკიდებულს, ქუჩა გასმენინებს მუსიკას. იგი ჟღერაბოდით ქალაქის გალავნებზე ირწევა. ეს არაა კომპიუტერული მუსიკა, ეს ნამდვილი ღმერთის მუსიკაა, რომელიც შიგნიდან ყრუდ მთელი ძალებით გეწეპება.
ნამდვილ ღმერთს ქუჩებში ხეტიალი უყვარს, მისი შემოქმედებაა სახეში გაგარტყას საკუთარი თავის მოტყუებისთვის. როცა იზრდები, არჩევანი ორია – გტკიოდეს, ან გტკიოდეს.

გაზაფხულთან დაბრუნება

მარტი 11, 2017

მარტის თვეა. ჩემი უბნის ვიწრო გზები შემოდგომის სუნისაა. ყვითელი ნაოჭიანი ფოთლები ხვეტენ ქუჩებს. სახეს მიხსნის სისხამ დილის დამახასიათებელი ჰაერი. და ვცდილობ ერთიანობაში ვიგრძნო ის ადამიანები, სულ მცირე მნიშვნელოვანთან, რომ ვარ. ჩემი ეშმაკები და ჩემი ღმერთები… ზედმიწევნით განუყრელნი. მათი გადარჩევისთვის ბრძოლა ჰაერის ხვრეტას გავს, სისულელეა. ეს არის ამბავი, ყველაზე რთული. იბრძვი და აზრს ვერ პოულობ რითი, ან რისთვის. განსაკუთრებული მხოლოდ მუსიკაა, რომლებიც ფეხებიდან ჟრუანტელს ძრავს. ღამით ვცხოვრობ, თუ დილით. ცა უფრო მომწონს, თუ მიწა. მეჯავრება ვიცხოვრო “ზოგჯერ”, მაგრამ არც ფარდების მიღმა. ორივე მათგანში დაიკარგება მუსიკა. გენიოსებად იწოდებიან ისინი, რომლებიც ირჩევენ და არა ისინი, რომლებიც აერთიანებენ. ხელები დაიგრძელე და ქუჩები მოკეცე, ხმაც მოგხვდება ერთი წამით… დღეს აღარ ჩამოიშლება ცა წვიმით შურისგან, აღარ წალეკავს მდინარის ნაპირებს ბინძური წყალი. ზღვებზე ჩამოძინებული თოლიები ღრუბლებს დაათოვენ და მეზღაპრეებს სულს შთაბერავენ. არ მითხრა, რომ მიყვარს წვიმა. არ დაიძინო, დარჩი ჩვენთან, აღმაფრენის ცისფერი ღიმილით დაკავებული და გაშავებული კალთებით ბრძენი.

უსათაურო

იანვარი 13, 2017

Aphex Twin – Blue Calx

გულს რომ აგირევს, გამოგცლის, ყველა ორგანოს ნაკუწებად ამოგაყრევინებს, საკუთარ თავს შეგახსენებს, თან – ვერ შეგახსენებს, დილის მზიანი ქარის მტვერში გაგფანტავს, ათი ნაბიჯით უკუსვლით გაგაცურებს. არავინ ღელავს, არავინ დაგიფარავს, მზეც კი აღარ ანათებს ჩემთვის. მთები ფიქრებს გადმობერტყავს და ზედ დამაყრის აუხდენელ ოცნებებს, შემდეგ გაიმართება წელში და წლებით დადუმდება. შესასმენ ლოცვებს აიკინძავს ღმერთი და გაურკვეველი ვადით დრო გაჩერდება, დრო – ტრანსფორმირებული ღმერთი. წვიმის ნაგლეჯები სულელებს სახეს დაულპობს, უჭერო ადამიანებს სულს გამოაცლის. ელექტროსადგურების ბუნებრივი მელოდია, მატარებლის ყრუ-მშვიდი გუგუნი, მოქმედებათა შიში და ეგზოტიკური სიყალბე.

ტრანსფორმირებული დროით დამშვიდობება.

წერილი ფსიქოს

ნოემბერი 4, 2016

ჩემთვის ამ ეტაპზე ცხოვრება არჩევანია და დარწმუნებული არ ვარ არჩევანი თავისუფლებას განსაზღვრავს, თუ პირიქით – შეზღუდვას.
ლიდერთა თავისუფლება ჯარისკაცთა ზურგით თრევაა. ის ვიცი, რომ ჯარისკაცის თავისუფლება შედარებით ფართოა, რადგან მათ მეტი დრო აქვთ შეგრძნებებისთვის, შედარებით ლიდერთან. დაახლოებით, ეს გავს ბნელ ცაზე ვარსკვლავებს, ანუ წარმოდგენით ტვირთს, რომლის გარეშეც სინათლე არ იარსებებდა.

თავისუფლება ერთი საწყისის ორი არსებობით უფრო მნიშვნელოვანი გახდებოდა. მაგალითად, გამოდიოდე ღიმილიანი, სიცოცხლით სავსე ამაოების შოუებზე და ამავდროულად ცხოვრობდე მაღალ მთებში. ანუ არ გიწევდეს ზურგით მძიმე ჯვარის ტარება და გავდე სამ პირიან ღმერთს, მე ორიც დამაკმაყოფილებდა. რეალობის მოცემულობით, ეს დაემსგავსებოდა ტრენაჟორებზე ვარჯიშის პროცესში შესვენებისას წინდების ქსოვას, ან უფრო მარტივად, კასრში ჩაჯდომას. ვინც ამ ორს ეჭიდება, ის ხდება ლიდერი, რომელიც რაიმე ფორმით მსხვერპლად შეეწირება უხილავის როლის მორგების მცდელობას.

და მესამე ნაწილი /// მოცემული რეალობა /// არ იფიქრო – ეს თავისუფლებაა, რომელიც არ მჭირდება.

ფურცელი

ოქტომბერი 24, 2016

შთაგონება შესანიშნავი სიტყვაა თავისი არსით. ძალიან გავს ყველაფრის საწყისს და არსებობს იქ, სადაც ადამიანი მარტოა. ენდო შენს შთაგონებას, გადაწვა მრავალსართულიანი წიგნები შენში და დატოვო ყველა შენობა, რომელშიც აქამდე ყოფილხარ, ალბათ ეს არის მოგზაურობა, რომლითაც შეხვდები საკუთარ თავს.

ზამთრის რიტმი მიდიოდა, შეღამებისას ყინვაში ჩავარდნილ ქალაქზე ალები ელვარებდნენ.
ეს იყო ხედი, რომელსაც ფერმწერი გადახატავდა, ადგილი, რომელიც მძიმე სამუშაოს დასრულების შემდეგ, ტრანსპორტიდან კიდევ უფრო მძიმედ შეგეფეთებოდა, მონაკვეთი, რომლის თავზეც მეძავებს დაჰყავდათ სტუმრები, სანაგვე, სადაც ბოშები ცეცხლით თბებოდნენ, მაღალი წერტილი, საიდანაც სიხშირეები მაუწყებლობდნენ და უსიცოცხლო, დაუსრულებელი ფურცელი, საიდანაც თითქოს ვერასდროს გავაღწევდი.

სივრცეებში მოგზაურობაა ჩემი ამომავალი წერტილი, არ ვეძებ ბინას და ამიტომაც აღმოვჩნდი იმ დაუსრულებელ რიგში უჰაეროდ, რომელიც სიცოხლის მათხოვრებითაა სავსე.

თუ იგრძნობ, რომ მისამართი სამუდამოდ დაკარგე, მიდი ქალაქის მაღალ წერტილში და გაანადგურე საკუთარი თავი, სანამ ის ამოგიღებს შენ.

gsdhfsdlhjfsjd

სიყვარული.

აგვისტო 9, 2016

სარკეში სახე როგორ გეწელება, იზლაზნება, ხორბლის თავთავებად ილეწება და ცვივა
უკანასაკნელ მატარებელს როგორ უერთდები, სანამ სადგურში ლოდინით იყინები
მზის ამოსვლას ვისთან ერთად იზიარებ, მარტოს გეძებენ მზის ხელები
გხედავდი ნაომარს სახლში, ცეცხლის კვამლებით დამწვარს, ვგრძნობდი ზაფხულის თოვლს შენს ორგანიზმში
ღამე თავს დადებ უშველებელ ვარსკვლავებზე და ჭერს დაიხურავ საბნად
გაშავებულ ზღვაში უსასრულოდ ირბენ და ყველა კანონზომიერებას არასტანდარტულს გახდი
შენ აღარ მომიტან ყავას
დროის ნებისმიერ მონაკვეთში უკითხავად მოხვალ
სხივებს შეურთდები და მაიძულებ შენი სხეულის დავიწყებას
წიხლს მკრავ და შენი დანაკარგის ერთგულს გამხდი
შენ იცხოვრე ცუდ სამეფოში და მიჩვენე გრძელი, შეუცვლელი სიყვარული.

ერთი

ივნისი 8, 2015

მომცრო წერილთა თოვლი ღმერთის ეზოში

ქარივით სუნთქვა ტკივილის ზემოთ

სამოთხის კართან უცნობი ქალის სამართალი

ზარის ყვირილი ყველა საყდარში

საკვამურთა პროტესტში ჩაფლული ქალაქი

წითელი სიჩუმე ოჯახის ზღურბლზე

მუნჯი მუსიკის სიგნალიდან ჭეშმარიტად აღქმული ლოკაციები

და რეალობა, როგორც ვირის ყეფა