პოკერი, როგორც ცხოვრების სტილი
ეს არის აჭარაბეთისათვის განკუთვნილი საკონკურსო პოსტი
ერთ მშვენიერ საღამოს, აჭარაბეთმა პოკერის ანონიმურ მოთამაშეთა საზოგადოება, ლისი ლეიკზე გამოგვრიყა, გაგვიმასპინძლდა და გვიჩვენა უმაღლესი კლასი იმისა, თუ როგორ უნდა გავიფერადოთ ჩვეულებრივი და უღიმღამო ცხოვრება.
ბავშვობაში გაგონილი ცნება – კარტის მაგია – რეალურად აღმოვაჩინე. მადლობა აჭარაბეთს ამისთვის.
თქვენ უბრალოდ გჭირდებათ თავისუფალი დრო პოკერის სათამაშოდ. თუ კი პოკერის საოცარ მაგიას გაუგებთ გემოს, ნაკლებად მოსალოდნელია მოიდნომოთ ჩვეულებრივ და ერთფეროვან ცხოვრებაში დაბრუნება.
თქვენ თუ ხართ დამწყები მოთამაშე, გადაწყვეტთ აჭარა ბეთში გადანაცვლებას და პოკერის ანონიმურ საზოგადოებაში გაერთიანებას, რამოდენიმე პირობაზე შევთანხმდეთ:
- პოკერის ტურნირის მსვლელობისას გამარჯვების ბოლო წამამამდე ემოციები შეიშრეთ სახეზე.
- Poker Face – დათრგუნეთ სკამზე მსხდომი მოთამაშეები.
- მიენდეთ გონებას.
- აკონტროლეთ სიტუაცია და დრო ყველაფერს გიკარნახებთ.
პოკერი ცხოვრების სტილია
პოკერი სიმდიდრის და განტვირთვის გარანტია
პოკერი სპორტია, რომელიც
შანსს გაძლევს - მოიგო!
საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ, დღეს 18:00–ზე დაიწყო.
ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართულმა საპროტესტო აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა. მშვიდობიანად, ანუ მრევლის აგრესია უწყინარი პროტესტანტების მიმართ, ოპერატიულად შეიარაღებულმა პოლიციამ დააცხრო.
აქციაზე პროტესტანტები მოითხოვდნენ, რომ საქართველოში შეჩერებულიყო ჰომოფობიური სახის დისკრინიმაცია და სახელწიფოს სათავეში სასულიერო პირების ნაცვლად, უზენაესი კანონი დამდგარიყო.
პ.ს: სამწუხაროდ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა აქციის შინაარსი არასწორად გაიგო. პარლამენტის წინ არ მოწყობილა გეი აღლუმი, ეს იყო საპროტესო აქცია, რომელიც პირდაპირ ეწინაღმდეგებოდა ჰომოფობიურ ადამიანებს.
იხილეთ ფოტო მასალა:
იძულებითი რელიგია სკოლაში
რამოდენიმე კვირის წინ, ცნობილი მამა გიორგი ყიფშიძე მესტუმრა სკოლაში. ცნობილი რატომ? იგი მაუწყებლობს საპატრიარქოს არხზე, აქვს გადაცემა “პერსპექტივა”, “წარმატების ფორმულა”, “კიდევაც დაიზრდებიან” და სხვა. გარდა ამისა, მისი მოღვაწეობა სცდება სრულიად ტელე-ინდუსტრიას, იგი მოღვაწობს ვებსაიტ კვირიკე.ჯი-ზე. როგორც აღმოჩნდა, მამა გიორგი სოციალური მედიის დაპყრობისათვისაც ემზადება და სწორედ ამ მიზნით მესტუმრა იგი სკოლაში.
ჩვეულად ვიჯექი საკლასო ოთახში, მოულოდნელად ატყდა ჩოჩქოლი და მასწავლებელმა გარეთ გამოგვრეკა, ყველანი მეორე სართულისკენ მიექანებოდნენ.
საოცარ სანახაობას შევესწერი – მამა გიორგი ყიფშიძე შემდგარიყო სკამზე, ირგვლივ ხალხი ჰყავდა გარშემორტყმული და მათ ურიგებდა ბუკლეტებს, რომლებზეც მითითებული იყო მისი საავტორო Facebook – ჯგუფის მისამართი. ძნელი გამოსაცნობი არაა, რომ ეს გვერდი რელიგიური კონტექსტისაა. მამა გიორგი ყიფშიძე ომახიანად ითხოვდა გვერდზე გაწევრიანებას და გვპირდებოდა, რომ ამ ჯგუფში 50 მეგობრის მოწვევის შემთხვევაში, იგი ლოცვებში მოგვისხენიებდა. ეს უკანასკნელი ეფექტური რეკლამის ახალი სახეობაა. <3
გავშრი, ამ ცირკს ვეღარ გავუძელი და გამოვერიდე იქაურობას.
გუშინ გადავაწყდი მამა გიორგი ყიფშიძის პროფილს და ვცადე მიმეწვდინა ხმა, რომ იქნებ მისი მარკეტინგის გამო გაკვეთილები არ შეწყდეს სკოლებში. თეოკრატიულ სახელმწიფოში ხომ არ ვცხოვრობთ ბოლოს და ბოლოს?! იღონოს ვინმემ რამე.
იგი ყველაფერს ხედავს.
დიახ, საქართველოს ეკლესია გადაარჩენს (გადაარჩინა) ! <3
რა მოხდა 100 გრადუსით მწვავე საპროტესტო-აქციაზე
17:00-ზე ფილარმონიასთან ვიყავით, 30 ადამიანამდე.
პირდაპირ დავწერ, აქცია მხოლოდ საპროტესტო ფორმის იყო – ჩვენ ვაპროტესტებით სამაუწყებლო ტელევიზია იმედში გასულ გადაცემა “100 გრადუსი ცელსიუსის” 20 აპრილის გამოშვებას.
ეთერში მოხდა კანონდარღვევა- ზემოთსხენებულ გადაცემაში გაშუქებულ იქნა გარკვეული სუბკულტურის მიმდევარი ახალგაზრდების ფოტოები, საავტორო უფლებების დარღვევით, ასევე ისინი იქნენ სატანისტების კონტექსტში მოხსენიებულნი, რაც სრულ სიცრუეს შეესაბამება. აგრეთვე ნაჩვენები იქნა ყალბი, დამუშავებული მასალა:
18:30-ზე იმედის შენობასთან გადავინაცვლეთ, ჩვენს შორის იყვნენ უშუალოდ დაზარალებულნი და მათი მშობლები.
იქიდან გამომდინარე, რომ საპროტესტო აქციის შესახებ ინფორმაცია მედიის საშუალებით ელვის სისწრაფით გავრცელდა, როგორც ჩანს, ამან გადაცემის წამყვანის ყურამდეც მიაღწია და მან გადაწყვიტა პასუხი გაეცა ჩვენთვის. მე, როგორც საპროტესტო-აქციის ორგანიზატორს, ცხოველთა დაცვის წარმომადგენელს, ასევე ერთ-ერთ დაზარალებულს და მის მშობელს მოგვეცა საშუალება გავსაუბრებოდით “100 გრადუსი ცელსიუსის” წამყვან – ნოდარ მელაძეს. Read more…
რატომ არის იესო ჰიპსტერი
გათენდა, მაგრამ, ყველა კვირა დილისგან განსხვავებით დედა ოთახებში უცნაურად დაფუსფუსებს. აღდგომაა და ალბათ სტუმრებს ველოდებით – გავიფიქრე ახლად გაღვიძებულმა და ვცადე თვალების გახელა. მამის ზარმა გვარიანად გამომაფხიზლა:
-ქრისტე აღ(ს)დგა!
-სხვაგან მოხვდი, ვპასუხობ და მეღიმება.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს ჩემთვის არანაირი დატვირთვა არ აქვს, არსებითად ძალიან სასიამოვნოა – დედას რამოდენიმე მეგობართან ერთად გემრიელ-გემრიელ კერძებს მივირთმევ, თან ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ წარსულზე გაცილებით მეტს, ვიდრე ქრისტეზე, ხოლო ამ ორივეზე ხშირად – ჭამაზე. Read more…
Brainstorming @G-media
Last Update: გუშინ საღამოს, G-media-მ არატრადიციული მედიის განვითარებით დაინტერესებული ბლოგერები მიგვიწია ბრეინსტორმინგზე, რომელმაც სასიამოვნო ლანჩითა და საინტერესო კონფერენციით ჩაიარა.
პ.ს: თუკი რაიმე გათვალისწინებულ პროექტზე დავიწყებ მუშაობას, მომავალში აუცილებლად დავწერ ამის შესახებ.
Sick news: გასულ კვირას საავადმყოფოში მოვხვდი ურტიკარიის შეტევით. ახლა ნორმალურად ვგრძნობ თავს, მაგრამ იძულებული ვარ დავიცვა მკაცრი დიეტა, it’s killing me.
დაკარგული ბავშვის შეგრძნებები
წამში რამდენჯერ დაახამხამებ თვალებს?
ჰაერით გაბერე გული, გახეთქვამდე.
მერე გაიქეცი…
გათოშილი თითებით გამოთქმული მელოდია ცამდე აგწევს,
მერე სწრაფად დაენარცხები.
შენი მსხვრევადი თმა ჰაერში სალტოებს აკეთებს,
ჩვენი დრო კი გაცილებით სწრაფია, ვიდრე ინტერნეტის სიჩქარე,
ვცეკვავ და ქუჩები ჩემს ფოტოებს ბეჭდავენ.
ვარსკვლავების თვლისაგან ხელები დამიმეჭეჭდა, მეშინია, რომ არ დამეკარგო.
ჩემს დროს ითვლიან, მე მათ ბოლქვებზე ვიოცნებებ. ვიოცნებებ, რომ ტანიდან გველები დავყარო.
დროზე ამაწყვეს, მე კი თითქოს გალაქტიკა გადავყლაპე.
მისი სხეული კლდესავითაა, დაუპყრობელი. მე შიგ ჩავიჩეხე.
შორს ამიტაცე და ბოლომდე ამომწურე, მე დაკარგული ბავშვი ვარ.





























